როგორ გამოიყურება ედუარდ სააკაშვილის მეუღლე (+ფოტოები)

როგორ გამოიყურება ედუარდ სააკაშვილის მეუღლე (+ფოტოები)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი, ედუარდი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა - მადინა მელა გახდა. შვილის ქორწილისა და რძლის ოჯახის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კვირის აქცენტებში" ისაუბრა:

"ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორ ვცხოვრობდი სტუდენტურ ცხოვრებას... რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი", - აღნიშნა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

"ეს რომელი რძალია, ებრაული ეთნიკური წარმოშობის, რომელიც თქვენ ახსენეთ? როგორ მიიღეთ?", - დაინტერესდა გადაცემის წამყვანი.

"მე ვახსენე, რომ კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს ებრაული წარმოშობისაა თუ არა, ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა და ძალიან კარგი ოჯახია, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშველობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 2017 წელს ედუარდ სააკაშვილმა სვართმორის კოლეჯი დაამთავრა. ის პროფესიით ჟურნალისტია და ამერიკის ერთ-ერთ რადიოსადგურში მუშაობს. ედუარდ სააკაშვილი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობს.

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?

საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ