როგორ ავარჩიოთ კონდიციონერი და როგორ მოვუაროთ მას - გამოცდილი ხელოსნის რჩევები

როგორ ავარჩიოთ კონდიციონერი და როგორ მოვუაროთ მას - გამოცდილი ხელოსნის რჩევები

ცხელი ზაფხულის დადგომისთანავე ადამიანები იწყებენ ფიქრს, როგორ ებრძოლონ გაუსაძლის სიცხეს და ხვატს. ძლიერი სიცხის დაძლევისთვის მარტივი გამოსავალი კონდინციონერია, თუმცა არსებობს დეტალები, რომელიც კონდინციორის შეძენისას უნდა იცოდეთ, რათა ჩვენს საცხოვრებელ ფართზე სწორად და კომფორტულად იყოს იგი მორგებული. რა კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონდიციონერი კარგადაც აგრილებდეს სახლს და ეკონომურიც იყოს, ამ და სხვა კითხვებზე კონდიციონერების სპეციალისტი პაატა გულისაშვილი გვიპასუხებს.

- საქართველოში საცხოვრებელ ბინებსა და ოფისებში ძირითადად ე.წ. სპლიტის ტიპის კონდიციონერებს აყენებენ. "სპლიტს" ყველაზე ხშირად ყიდულობენ, მას ჰაერი გარედან არ შემოაქვს, ის აგრილებს და ფილტრავს ოთახში არსებულ ჰაერს. კონდიციონერები არის ჩვეულებრივი და ინვენტორული. ჩვეულებრივ კონდენციონერს ზამთარში მინუს სამ გრადუსზე ზემოთ უჭირს მუშაობა, განსაკუთრებით ნესტიან ამინდში. ხოლო ინვენტორული მუშაობს მინუს 15 გრადუსამდე, დენს კი გაცილებით ნაკლებს მოიხმარს, თუმცა ჩვეულებრივზე ძვირი ღირს. არის ე.წ. მონო ტიპის კონდიციონერები, რომლებსაც ჰაერი გარედან შემოაქვთ და ისინი პირდაპირ ფანჯარაზე ყენდება, მას მონტაჟის თავისებურებების გამო იშვიათად ყიდულობენ. დანარჩენი ტიპის კონდიციონერებს ამონტაჟებენ დიდ ოფისებში, სავაჭრო ცენტრებსა და დაწესებულებებში.

- რომელი რა ფართობივისთვის არის გათვლილი?

- "სპლიტის" სისტემის კონდიციონერები გათვლილია ოთახის სხვადასხვა ფართობზე, უფრო სწორად, მოცულობაზე. „სპლიტები“ არის შვიდიანი, ცხრიანი, თორმეტიანი, თვრამეტიანი, ოცდაოთხიანი, ოცდათექვსმეტიანი. მაგალითად, შვიდიანი მონტაჟდება 21 კუბური მეტრის მოცულობის ოთახში, ცხრიანი - 27 კუბური მეტრის, თორმეტიანი - 36 კუბური მეტრის, თვრამეტიანი - 54 კუბური მეტრის, ოცდაოთხიანი - 72 კუბური მეტრის და ოცდათექვსმეტიანი - 108 კუბური მეტრის ოთახში.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მათ შორის ყველაზე ხარისხიანი და გამძლე, ოჯახისთვის ყველაზე მოსახერხებელი რომელია?

- საქართველოში ყველაზე ხარისხიანია მალაიზიაში წარმოებული „პანასონიკის“ ფირმის კონდიციონერები. ისინი დანარჩენებთან შედარებით ორჯერ ძვირია. დანარჩენები ჩინეთში იწარმოება. ასევე კარგი ხარისხის კონდიციონერები არის „მიდეა“, „ბოში“, „იორკი“, „სამსუნგი“, ელჯი“, „ბეკო“ და სხვა.

- როგორ და რის მიხედვით უნდა შეარჩიოს მყიდველმა კონდიციონერი? რა აუცილებელი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი, რომ ხარისხიანი კონდიციონერი შეიძინოს?

- საერთოდ, უმჯობესია მიმართოთ სპეცილაისტს. მნიშვნელობა აქვს ოთახის ფართობს, ჭერის სიმაღლეს, რომელ მხარეს მონტაჟდება გარე აგრეგატი, ანუ მზიანია თუ არა ოთახი. თუ ადამიანს კონდიციონერი მხოლოდ გასაგრილებლად სჭირდება, შეუძლია შეიძინოს ჩვეულებრივი, ხოლო თუ მას ზამთარში გასათბობადაც გამოიყენებს, ვურჩევ შეიძინონ ინვენტორული...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს