ვის ექსტრადირებას ითხოვს თურქეთი საქართველოდან

ვის ექსტრადირებას ითხოვს თურქეთი საქართველოდან

თურქეთმა საქართველოს რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობაში ბრალდებულის სერქან კურტულუშის ექსტრადირების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Demiroren ავრცელებს.

29 ივნისს ინტერპოლმა კურტულუშის დაკავების ორდერი გასცა. ის იმავე დღეს ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს. თურქეთში მას ასევე ბრალს სდებენ დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სერქამ კურტულუში იმ 18 ეჭვმიტანილს შორის იყო, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის მკვლელობა.

2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო ძალებმა რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდეს. თვითმფრინავს მართავდნენ ვიცე-პოლკოვნიკი ოლეგ პეშკოვი და კაპიტანი კონსტანტინე მურახტინი. რუსმა მფრინავებმა კატაპულტირება მოახერხეს, თუმცა დაშვებისას მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ოლეგ პეშკოვი დაიღუპა.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?