თეთრი სახლის წარმომადგენელი - დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტზე განაცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს ყულაბა აღარ იქნება

თეთრი სახლის წარმომადგენელი - დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტზე განაცხადებს, რომ აშშ მსოფლიოს ყულაბა აღარ იქნება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტზე განაცხადებს, რომ აშშ მეტი აღარ იქნება მსოფლიოს ყულაბა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ განაცხადა.

„ნატო-ს სამიტზე შეხვედრებისას პრეზიდენტს ის პოზიცია ექნება, რომელიც ითვალისწინებს ამერიკელების დაცვას, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას. თუმცა, როგორც ის აქამდე ამბობდა, ადრე ამერიკა განიხილებოდა როგორც ყულაბა მთელი მსოფლიოსთვის. ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნატო-ს 2014 წლის სამიტზე ალიანსმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ 10 წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს 2%-მდე გაიზრდება. ამ დროისთვის ნატო-ს მხოლოდ რვა წევრი ასრულებს ამ მოთხოვნას. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ამ საკითხს ნატო-ს სამიტზე წამოწევს, რომელიც 11-12 ივლისს ბრიუსელში გაიმართება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე