3400 ლარი 9 დღეში - როგორ შეიცვალა მერიიდან მარეგულირებელში დასაქმებული დავით ნარმანიას ქონება

3400 ლარი 9 დღეში - როგორ შეიცვალა მერიიდან მარეგულირებელში დასაქმებული დავით ნარმანიას ქონება

დედაქალაქის ყოფილი მერის დავით ნარმანიას ანაზღაურებამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომიისიის წევრობისას 2017 წლის 22 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში 3400 ლარი შეადგინა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა ნარმანიას ქონებრივი მდგომარეობა მერობიდან მარეგულირებელში დასაქმების შემდეგ.

2018 წლის 30 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნარმანია ფლობს 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; 3 415 კვ. მეტრის მიწის ნაკვბეთს სოფელ კოკში და 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელიც მიმდინარე წელს 180 000 დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, ნარმანიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 3 309,19 ლარი; 32,63 ევრო; 712,38 ლარი; 275,88 დოლარი; 31,34 და 23,06 ლარი ჰქონდა.

დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ასევე შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ 50%-იან წილს, თუმცა მისი საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.

გარდა სემეკ-ში მიღებული ანაზღაურებისა, დავით ნარმანიას შემოსავალმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორობისას გასული წლის განმავლობაში 25 304 ლარი; ხოლო თბილისის მერის პოსტზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 13 ნოემბრამდე პერიოდში 33 011,43 ლარი შეადგინა. ამასთან, ნარმანიამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით 9 000 ლარის შემოსავალი მიიღო. განაგრძეთ კითხვა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები