საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

„ყრუთა ქვეყანა“ - ახალი ქართული წიგნი მინიმალისტური პროზითა და განსაკუთრებული ავტორით

13:12 / 05-07-2018

„პირ­ვე­ლი, რაც ვაშ­ლის ჩაკ­ბე­ჩის­თა­ნა­ვე შე­ამ­ჩნია, ლეღ­ვის ფო­თო­ლი იყო ქა­ლის სხე­ულ­ზე“ - ეს ნო­დარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის მცი­რე პრო­ზის ერ­თერ­თი ნი­მუ­შია, სა­ხელ­წო­დე­ბით „პირ­ველ­ცოდ­ვა“.

სი­ტყვი­ე­რი მა­სა­ლის უაღ­რე­სი ხელ­მომ­ჭირ­ნე­ო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ქვე­ტექ­სტი და ნაც­ნო­ბი ნა­რა­ტი­ვით აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ფრა­ზა მკი­თხვე­ლის ფან­ტა­ზი­ის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი, რაც თა­ნა­ავ­ტო­რო­ბის გან­ცდას ბა­დებს.

ნო­დარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი პრო­ზით 1970-იან წლე­ბი­დან და­ინ­ტე­რეს­და, მას შემ­დეგ რაც საფ­რან­გეთ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. „ვცვლი სა­პა­ტარ­ძლო კა­ბას სა­ბავ­შვო ეტ­ლში“ - ეს ხუთ­სი­ტყვი­ა­ნი მი­ნი­ა­ტუ­რა აღ­მოჩ­ნდა კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი პრო­ზის გარ­და, „ყრუ­თა ქვე­ყა­ნა­ში“ შე­ტა­ნი­ლია რო­მა­ნი, რო­მე­ლიც ავ­ტო­რის ერ­თა­დერ­თი ვრცელ­ტა­ნი­ა­ნი ნა­წარ­მო­ე­ბია. ამ თრი­ლე­რით ის კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017-ის“ ჟი­უ­რის რჩე­ულ ხუ­თე­ულ­ში შე­ვი­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ გახ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ს“ იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა ნა­წარ­მო­ე­ბი, რომ მისი გა­მო­ცე­მა გა­და­წყვი­ტა.

რო­მა­ნის შექ­მნის ის­ტო­რი­ას თა­ვად ავ­ტო­რი ასე გვი­ამ­ბობს.

„ნა­წარ­მო­ე­ბი ცოტა არ იყოს უც­ნა­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იქ­მნა. როცა კონ­კურ­სის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე, მარ­თა­ლი გი­თხრათ, დი­დად არ და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ, რად­გან ვთვლი­დი, რომ ჩემი საქ­მე მცი­რე პრო­ზა იყო და არა რო­მა­ნი, რაც კონ­კურ­სის პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მიჩ­ნდა ავან­ტუ­რუ­ლი აზრი, რომ ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ნა­წარ­მო­ე­ბის­თვის მო­მეხ­სნა ფი­ნა­ლუ­რი აბ­ზა­ცი და ის გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა სა­კონ­კურ­სოდ. ასეც მო­ვი­ქე­ცი. პირ­ვე­ლი შე­დე­გი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. მხო­ლოდ 150 ხმა და­ვაგ­რო­ვე. ცოტა ხან­ში ამას მოჰ­ყვა არა­ნაკ­ლებ გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვი, მოვ­ხვდი ჟი­უ­რის 5 რჩე­ულს შო­რის და მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვე­დი. ამ გა­რე­მო­ე­ბამ ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­მი­ჩი­ნა - რო­მა­ნი უნდა და­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად ახა­ლი ტექ­სტის შექ­მნა მო­მიხ­და. დავ­წე­რე პა­რა­ლე­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, გა­მო­ვი­ყე­ნე ყვე­ლა პლას­ტი- მის­ტი­კუ­რი, ერო­ტი­კუ­ლი, ჰო­რო­რი, ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა ხერ­ხი, რა­საც, ჩემი აზ­რით, ბესტსე­ლე­რის სტან­დარ­ტი მო­ი­თხოვ­და. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ ხუ­თე­ულ­ში ვერ მოვ­ხვდი. მაგ­რამ თურ­მე ისევ სი­ურპრი­ზი მე­ლო­და- „პა­ლიტ­რა L-მა“ ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, რო­მა­ნი მა­ინც გა­მოს­ცა. უფრო მე­ტიც- წიგნ­ში, რო­მან­თან ერ­თად, ჩემი მცი­რე პრო­ზაც შე­ვი­და.“

ავ­ტორ­მა რო­მა­ნის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­რა­ტი­ვი გა­მო­ი­ყე­ნა, ცნო­ბი­ლი ირა­ნე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წის- მირ ფეთე-აღა სეიდ მუშ­ტე­ჰიდ თავ­რი­ზე­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც თბი­ლი­სე­ლე­ბი მუშ­ტა­ი­დის სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ და რო­მელ­თა­ნაც ცნო­ბი­ლი მუშ­ტა­ი­დის ბა­ღია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი

„ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, მუშ­თე­ჰიდ­მა სტამ­ბუ­ლის მო­ნა­თა ბა­ზარ­ზე იხი­ლა ქარ­თვე­ლი ასუ­ლი ნინო" შე­უყ­ვარ­და და გა­მო­ის­ყი­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი თბი­ლის­ში და­სახ­ლე­ბუ­ლან. მაგ­რამ ნინო მა­ლე­ვე გარ­დაც­ვლი­ლა. ის მუშ­თა­ი­დის სა­ხე­ლით ცნო­ბილ ბაღ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი. ამ­ჟა­მად საფ­ლა­ვი და­კარ­გუ­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია შეიხ მუშ­თე­ჰი­დის სა­სახ­ლეც. ზუს­ტი ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ ძალ­ზე მწი­რია. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ის ერეკ­ლე II- ის შთა­მო­მა­ვა­ლიც იყო მისი ირან­ში გა­თხო­ვი­ლი დის ხა­ზით. რის­თვის იყო დევ­ნი­ლი მდი­და­რი ირა­ნე­ლი? რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან? ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ვა­რა­უ­დე­ბია შე­საძ­ლე­ბე­ლი. მაგ­რამ, იქ სა­დაც რე­ა­ლო­ბა ძუნ­წობს, წარ­მო­სახ­ვას ეძ­ლე­ვა გა­სა­ქა­ნი. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ ამ დრო­ი­სათ­ვის რუ­სეთ-ირა­ნის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ამას­თან მთა­ვარ­მარ­თე­ბელ გრაფ პას­კე­ვი­ჩის მფარ­ვე­ლო­ბა­საც და­ვუ­მა­ტებთ, ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, რომ ის რუ­სე­თის აგენ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ნა­წარ­მო­ებ­ში მისი ცო­ლის სიკ­ვდი­ლიც შუ­რის­ძი­ე­ბის აქ­ტად აღიქ­მე­ბა. მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მუშ­თე­ჰი­დი ოკულ­ტიზ­მის ხერ­ხე­ბით ცდი­ლობს გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის სუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას. სახ­ლი, სა­დაც ეს ორ­გი­ე­ბი ეწყო­ბა, ფა­ბუ­ლის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის იმ­პულ­სი ხდე­ბა.“ - აღ­ნიშ­ნავს მწე­რა­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად ის­ტო­რი­უ­ლი პლას­ტე­ბი­სა „ძვე­ლი სახ­ლის აჩ­რდი­ლე­ბი” არ წარ­მო­ად­გენს ის­ტო­რი­უ­ლი ჟან­რის რო­მანს, თუმ­ცა მისი ფორ­მა რამ­დე­ნად­მე ატა­რებს წინა ეპო­ქის თხზუ­ლე­ბის ელ­ფერს. ფსევ­დო­ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ეპიგ­რა­ფე­ბი და სტი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­თა­უ­რე­ბი პა­რო­დი­რე­ბის ელე­მენ­ტებს შე­ი­ცავს. ეს ეპიგ­რა­ფე­ბი უმ­თავ­რე­სად ავ­ტო­რის მის­ტი­ფი­კა­ცი­აა. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ სერ­ვან­ტე­სის თხზუ­ლე­ბაც რა­ინ­დუ­ლი რო­მა­ნე­ბის პა­რო­დი­ად იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბას, ის წიგნ­ში შე­სუ­ლი ერთ-ერთი ნო­ვე­ლის სა­თა­უ­რია.

„კონ­კრე­ტუ­ლად ეს ნა­წარ­მო­ე­ბი წარ­მო­ად­გენს პო­ლი­ტი­კურ პანფლეტს ზღაპ­რის ფორ­მით ქვე­ყა­ნა­ზე, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ყრუვ­დე­ბი­ან ცოდ­ვე­ბის გამო, მაგ­რამ ფა­რი­სევ­ლო­ბენ და არ იმ­ჩნე­ვენ, ერ­თმა­ნეთს აჩ­ვე­ნე­ბენ, თით­ქოს ეს­მით. საქ­მე იქამ­დე მი­დის, რომ თვი­თონ „დე­ფა­ი­ლენ­დის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სიყ­რუ­ეს ნორ­მად გა­მო­ა­ცხა­დებს და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჯერ კი­დევ შერ­ჩე­ნი­ათ სმე­ნა, იდევ­ნე­ბი­ან, რო­გორც უმ­ცი­რე­სო­ბა­ნი. სა­დაც ნაკ­ლი ღირ­სე­ბა ხდე­ბა, იქ ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ად­გი­ლი არ არის. სი­უ­ჟე­ტი ვი­თარ­დე­ბა ლა­თი­ნუ­რე­ნო­ვან გა­რე­მო­ში, თუმ­ცა დაკ­ვირ­ვე­ბულ მკი­თხველს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა გამჭვირ­ვა­ლე ანა­ლო­გი­ე­ბის ამო­კი­თხვა.“ - გან­მარ­ტავს ავ­ტო­რი.

„გახ­დი ბესტსე­ლე­რი” არ წარ­მო­ად­გენს ნო­დარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის ერ­თა­დერთ წარ­მა­ტე­ბას 2011 წელს ჟურ­ნალ „ანე­უ­ლის” მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ერთი მო­თხრო­ბის კონ­კურ­სში მის­მა მო­თხრო­ბამ რ. ინა­ნიშ­ვი­ლის პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა. „ყრუ­თა ქვე­ყა­ნა” მწერ­ლის მე­ხუ­თე წიგ­ნია. ის უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში და მისი შე­ძე­ნა 8.99 ლა­რა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გაზიარება
მკითხველის კომენტარები /0/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
11:58 / 15-02-2019
უფასო ღვინო, ჩაი, ყველისა და ძეხვის ასორტთან ერთად - "ბიბლუსი" ახალი მაღაზიის გახსნაზე ყველას ეპატიჟება
16:50 / 13-02-2019
თაობა, რომელიც არ დუმს _ ფსიქოლოგიური საღამო თინეიჯერებისათვის
14:36 / 13-02-2019
„ბიბლუსის“ პირველ ტურისტულ მაღაზია „ჯორჯიანში“ გამოფენა გაყიდვა გაიმართება
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია