იტალიაში 2019 წლიდან აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალება

იტალიაში 2019 წლიდან აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალება

იტალიაში 2019 წლის პირველი იანვრიდან აზარტულ თამაშების რეკლამირების აკრძალვა ამოქმედდება.

გამონაკლისი მხოლოდ იმ საკონტრაქტო ხელშეკრულებებს შეეხება, რომლის ვადა გვიან სრულდება. გარდა ამისა, აკრძალვა არ შეეხება სახელმწიფო ლატარეას და მის პროდუქტებს.

რეკლამის აკრძალვა ყველა პლატფორმაზე გავრცელდება - ტელევიზიაში, რადიოში და ინტერნეტ საიტებზე. ქვეყნის არც ერთ სპორტულ კლუბს არ ექნება უფლება, შესაბამისს კომპანიებთან ითანამშრომლოს და სპონსორული გარიგები დადოს.

კანონის დამრღვევებს კი ჯარიმის სახით 50 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ. ჯარიმის თანხა კი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რომელიც აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიური ჩართულობას ებრძვის.

ამ დროისთვის სერია A-ს კლუბების რაოდენობის ნახევარზე მეტი იმ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებიც აზართულ თამაშებთან კავშირში არიან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე