ისრაელის მოქალაქეს მთაწმინდაზე იარაღის მუქარით ფული წაართვეს - დაკავებულია ორი პირი

ისრაელის მოქალაქეს მთაწმინდაზე იარაღის მუქარით ფული წაართვეს - დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთაწმინდის პარკთან მომხდარი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში 2 პირი: 1997 წელს დაბადებული მ.ზ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის მოქალაქეს, 1948 წელს დაბადებულ ჯ. ჰ. კ.-ს თბილისში, ამაღლების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის შესახებ მიღებული შეტყობინებიდან რამდენიმე საათში დამნაშავეთა ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და ორივე პირი დააკავეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: მთაწმინდის პარკთან ისრაელის მოქალაქე დააყაჩაღეს: შსს-მ ორი პირი დააკავა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს