ხორვატიის ბედნიერი პრეზიდენტი და იმედგაცრუებული მედვედევი - ნახეთ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის რეაქციები მატჩის დროს

ხორვატიის ბედნიერი პრეზიდენტი და იმედგაცრუებული მედვედევი - ნახეთ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის რეაქციები მატჩის დროს

ხორვატია - რუსეთის თამაშის შემდეგ ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია. ის თამაშს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, დიმიტრი მედვედევთან ერთად ესწრებოდა.

სოჭში გამართულ მატჩზე გრაბარ-კიტაროვიჩს სპორტული, საფეხბურთო მაისური ეცვა და როგორც „ტვიტერის“ მომხმარებლები წერდნენ, ძალიან აქტიურად ქომაგობდა ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის გუნდს. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ კოლინდა ხმამაღლა ყვიროდა, ხტუნაობდა, ემოციებს არ იშურებდა გუნდის გასამხნევებლად.

ასევე, ძალიან პოპულარულია კადრები, სადაც პრეზიდენტი მოწინააღმდეგე გუნდის ქვეყნის - რუსეთის პრემიერ-მინისტრს ართმევს ხელს.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ხორვატიასთან და გათამაშებას გამოეთიშა. მთელი რუსეთი მოულოდნელად მერვედფინალში გასვლის შემდეგ აჟიტირებული და მორიგი სენსაციის მოლოდინში იყო. ცნობილმა ტელეკომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა თქვა, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ფსონს თავისი ქვეყნის გუნდზე ჩავიდა, ამჯერად ასე არ მოიქცა, კარგი იქნებოდა, თუ ერთ გოლზე მეტს არ გაუშვებდნენ და თუ ამას მოახერხებდნენ, მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გენიოსი იქნებოდა. თავად ჩერჩესოვმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გაუჭირდებოდათ. პირველი 5 წუთის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა შეუტია, შემდეგ კი ინიციატივას ხორვატები

დაეუფლნენ და ბურთზე კონტროლიც დაამყარეს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 31-ე წუთზე კი ჩერიშევმა კონტრშეტევისას შორიდან გაიტანა გოლი. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - მანძუკიჩის პასით კრამარიჩმა თავურით დალაშქრა აკინფეევის კარი. პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ზონებს კარგად კეტავდა, ორგანიზებულად მოქმედებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა. შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეცვლილა, ხორვატია უტევდა, რუსეთი კონტრშეტევებით პასუხობდა. 56-ე წუთზე პერიშიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, არადა გოლი თითქოს გარდაუვალი იყო. ვერ შეძლო ზლატკო დალიჩის გუნდმა გოლის გატანა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა. 101-ე წუთზე ვიდამ ნაკუთხურალ ბურთს აკინფეევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 115-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე