"როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი" - პატრიარქის ინიციატივა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით

"როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი" - პატრიარქის ინიციატივა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით

ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს ამ სტიქიურ მოვლენებს. როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისზე განაცხადა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და სვანეთში მომხდარ სტიქიის შესახებაც ისაუბრა.

„თქვენ იცით, სვანეთში წყალდიდობა მოხდა, წაიღო ხიდები, რამდენიმე სახლი. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის და ჩვენ შევთხოვთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ მშვიდობა მოგვანიჭოს, დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი სტიქიური მოვლენებისაგან. ისინი გარდაუვალია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს ამ სტიქიურ მოვლენებს. როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი. მე ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სძლიონ ამ მოვლენებს. წმინდა იოანე ნათლისმცემელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ