მორიგი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა... ამჯერად თერჯოლაში - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა?

მორიგი უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა... ამჯერად თერჯოლაში - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა?

თერჯოლის რაიონში, საგვარჯილეს კარსტული მღვიმის არქეოლოგიური გამოკვლევა მიმდინარეობს. როგორც ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, პალეოლოგიისა და ანთროპოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ მეშველიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღმოჩენილია მეტად საინტერესო ზედაპალეოლითური ხანის მასალა-კაჟისა და სხვა მასალის იარაღები, ასევე საწარმოო ნარჩენები.

„ადამიანის-მონადირე შემგროვებლებისა და თანამდევი ფაუნისა და ფლორის 15-12 ათასი წლის ნამარხი ნაშთები აღმოვაჩინეთ. აღმოჩენილი მასალა გადაიგზავნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“, - განაცხადა თენგიზ მეშველიანმა.

საგვარჯილეს კარსტული მღვიმე, რომელიც ძევრულას ჩაკეტილ ხეობაში ზღვის დონიდან 220 მეტრზე მდებარეობს, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია.

ნახეთ ასევე: უნიკალური აღმოჩენა ხობში, რომელმაც ქართველ მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ - ისინი სადღესასწაულო რიტუალს ასრულებენ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა - განახლებული მონაცემები

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 200 მოქალაქე, თითოული 4000 ლარით დაფინანსდება - განაცხადების მიღება დაიწყო