თურქეთში 18 ათას სახელმწიფო მოხელეს სამსახურიდან გაათავისუფლებენ

თურქეთში 18 ათას სახელმწიფო მოხელეს სამსახურიდან გაათავისუფლებენ

თურქეთში 18 ათას სახელმწიფო მოხელეს სამსახურებიდან გაათავისუფლებენ. მათგან თითქმის ნახევარი პოლიციის თანამშრომელია. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, საუბარია, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტებიდან 200-მდე მეცნიერის და ხუთი ათასამდე სამხედროს გათავისუფლებაზე.

შესაბამისი ბრძანება მიიღეს საპრეზიდენტო არჩევნებზე რეჯებ თაიპ ერდოღაის გამარჯვების შემდეგ, ივნისში. მანამდე, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სახელმწიფო დაწესებულებებიდან 160 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"