„იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ მესამე ფილმი გახდა, რომელმაც 2018 წელს მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო

„იურული სამყარო: დაცემული სამეფო“ მესამე ფილმი გახდა, რომელმაც 2018 წელს მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო

კინოკომპანია Universal-ის მიმდინარე წლის ყველაზე მსხვილმასშტაბიანმა პროდუქტმა Jurassic World: Fallen Kingdom-მა მსოფლიო კინოეკრანებზე გამოსვლიდან 15 დღეში მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო და გახდა მიმდინარე წელს მესამე ფილმი, რომელმაც ეს მოახერხა. 1,01 მილიარდის შემოსავლით ის მსოფლიო კინოინდუსტრიის არსებობის განმავლობაში რიგით 35-ე ფილმი გახდა, რომელმაც მილიარდიანი ნიშნული გადალახა.

აღსანიშნავია, რომ ეს ფილმი მისი წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლებად შემოსავლიანი აღმოჩნდა აშშ-ის მასშტაბით, ვინაიდან გამოსვლიდან მე-15 დღეს ამ ფილმს ამერიკაში მხოლოდ 313,867,665 სალარო აქვს, მაშინ როცა ამავე დროის მონაკვეთში 2015 წელს გამოსულ „იურული სამყარო-ს“ 460,533,660-ის სალარო ჰქონდა. თუმცა ამერიკის გარდა, ფილმი დიდი პოპულარობით სარგებლობს დანარჩენ მსოფლიოში და მას უკვე აქვს 700 მილიონის შემოსავალი მიღებული.

ცნობისათვის, მიმდინარე წლის რეიტინგში პირველ ადგილზე 2,03 მილიარდით „დისნეის“ „შურისმაძიებლები: უსასრულო ომი-ა“, ხოლო მეორეზე ასევე „დისნეის“ „შავი პანტერა“ 1,3 მილიარდით. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება