მარკ ცუკერბერგმა მილიარდერების რეიტინგში უორენ ბაფეტს გაასწრო

მარკ ცუკერბერგმა მილიარდერების რეიტინგში უორენ ბაფეტს გაასწრო

Bloomberg-ის მილიარდერების „ცოცხალ“ რეიტინგში სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ცნობილ ამერიკელ მედიამაგნატს უორენ ბაფეტს გადაასწრო. გამოცემის მონაცემებით, ცუკერბერგის ქონებამ 81,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს კი 373 მილიონით მეტია ბაფეტის ქონებაზე. ამავე გამოცემაში წერია, რომ ცუკერბერგის ქონების ზრდა Facebook-ის აქციებზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

რაც შეეხებათ ლიდერებს, მას კვლავინდებურად ჯეფ ბეზოსი უდგას სათავეში რეკორდულად მაღალი 142 მილიარდის კაპიტალით., მეორეა ბილ გეითსი 94,2 მილიარდით. ამის შემდეგ კი ცუკერბერგი.

გამოცემა აქვე დასძენს, რომ პირველად პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სამეული დააკომპლექტეს ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში შექმნეს.

კოკა კვირკველია

bpn.ge

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ