მინისტრობის კანდიდატთა ვინაობა მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

მინისტრობის კანდიდატთა ვინაობა მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით განხილვები მომავალ კვირაში დაიწყება, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, მინისტრობის კანდიდატთა კონკრეტული სახელები და გვარებიც მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.

მდინარაძემ ასევე ისაუბრა ოპოზიციის ბოიკოტზე და განაცხადა, რომ ოპოზიცია არის ტენდენციური, რადგან არ იცნობს კანდიდატების ხედვებს და ისე უცხადებს მათ უნდობლობას.

„ტენდენციურობაზე ისიც მიუთითებს, რომ არ იციან ადამიანების სახელები და გვარები, არ იციან პროგრამები და წინასწარ აცხადებენ, რომ მათ მხარს არ დაუჭერენ, ყველაფერი ცხადია, მათ აქვთ პოზიცია ტენდენციის თვალსაზრისით და არ აქვთ ხედვები, იქნებ ემთხვევა მინისტრობის კანდიდატების წარმოდგენილი ხედვები მათ ხედვებს. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, მომდევნო კვირიდან უკვე გავივლით პრემიერთან ამ საკითხს, კონკრეტულ სახელებს და გვარებს მომავალ კვირაში გაიგებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მომდევნო რიგგარეშე სხდომა 14 ივლისს გაიმართება, სადაც პარლამენმა მთავრობის განხლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები