უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10 ივლისს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, კოლმეურნეობის მოედნის, გულბანის და ვეკუას (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლების და ანაპის 414 დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოჭორმის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ზაქარიაძის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი