"ოსურ სოფელში გოგო უყვარს, მონატრებია და გადასულა" - საოცარი ისტორია ბიჭზე, რომელიც სიყვარულის გამო ოკუპანტების ტყვეობაში რამდენჯერმე მოხვდა

"ოსურ სოფელში გოგო უყვარს, მონატრებია და გადასულა" - საოცარი ისტორია ბიჭზე, რომელიც სიყვარულის გამო ოკუპანტების ტყვეობაში რამდენჯერმე მოხვდა

6 ივლისს საოკუპაციო ხაზთან, შეიარაღებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი, 30 წლის პაატა არაქელოვი დააკავეს. არაქელოვის დაკავება ახრისიდან რამდენიმე სოფლის მოშორებით, არცევის სიახლოვეს მოხდა. სოფელში ამბობდნენ, რომ არაქელოვს შესაძლოა, გზა აებნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. აღნიშნული პირი დაკავებული ადრეც იყო.

როგორც აღმოჩნდა საქმე სულ სხვა რამეშია - არაქელოვს ოსი გოგონა უყვარს და სწორედ ამის გამო გადადიოდა ხშირად ოსურ სოფელ გოიაანში. ამის შესახებ საოცარ ისტორიას "ფეისბუქზე" ინტერნეტმომხმარებელი გიგა აფციაური ავრცელებს:

"ეს ისტორია რეალურია რამდენიმე წუთის წინ მოსმენლი. მოკლედ პარასკევს ახრისელი პაატა არაქელოვი დაიჭირეს რუსებმა. უკვე მესამედ დაიჭირეს. სოფელში გვითხრეს ნათესავებთან მიდის ხოლმეო, არადა სხვა რამეში ყოფილა საქმე. პატარა ოსურ სოფელ გოიაანში გოგო უყვარს თურმე. მონატრებია და გადასულა. დაიჭირეს რუსებმა, უხსნის ოსი გოგო მიყვარსო, მაგრამ რუსებმა უთხრეს არ გვაინტერესებს საზღვარი დაარღვიეო. არადა პაატას სიყვარულმა საზღვარი არ იცის. 5000 რუბლი გადაახდევინეს და გამოუშვეს. არადა პაატას ენატრება. ვერც გოგო გადმოჰყავს. რუსებმა რომ გადმოსვლისას დაიჭირონ უფრო მკაცრად დასჯიან. ხანდახან გამყოფ ხაზთან ვხვდებით ხოლმე, მაგრამ საშიშიაო - ამბობს პაატა. აი ასეთი მავთულხლართიანი სიყვარულის ისტორია გიამბეთ. მაგრამ ეს სიყვარული საზღვრებს არ სცნობს, ალბათ კიდევ გადაიპარება. პაატას შესახებ ვიდეოს რადიო თავისუფლების ვებ გვერდზე ნახავთ" - წერს აფციაური.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ