გაიხსენეთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ... იუპიტერი კვლავ დირექტული გახდა - როგორ აისახება ეს ზოდიაქოს ნიშნებზე

გაიხსენეთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ... იუპიტერი კვლავ დირექტული გახდა - როგორ აისახება ეს ზოდიაქოს ნიშნებზე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელი ასტროლოგიური ასპექტების შესახებ წერს, რომელიც იუპიტერის დირექტულობით იქნება განპირობებული:

"დღეს იუპიტერი გახდა დირექტული. ვინაიდან ის მორიელის ზოდიაქოში იმოძრავებს, უფრო მეტ წარმატებებს წყლისა და მიწის სტიქიის ნიშნებს მოუტანს. თუმცა არც დანარჩენი ზოდიაქოებისათვის იქნება ცუდი იმ შანსების გამოყენება, რასაც რეტროგრადულობიდან დაბრუნებული იუპიტერი იძლევა - კერძოდ-სწავლის დაწყება ან კვალიფიკაციის ამაღლება, თვალსაწიერის გაფართოვების მიზნით ახალ, უცხო ადგილებში გამგზავრება, არსებული ბიზნესის გაფართოვება. შემოქმედებითი და საქმიანი პრეზენტაციები, თვითრეკლამა, და იუბილეების აღნიშვნა, განათლება, თვალსაწიერის გაფართოვება, იურიდიული საკითხები, რელიგია, ფილოსოფია, ქველმოქმედება, საერთაშორისო ურთიერთობები, გასტროლები, საგამომემლო საქმიანობა და გამოძიებაც კი... და ასე შემდეგ, ყველაფერი ის რაც იუპიტერულ თემას ეხება...

იუპიტერის ციკლი 12 წელიწადს შეადგენს და თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ, დაახლოებით მაინც შეგვექმნება წარმოდგენა რას შეიძლება ველოდოთ ახლა.

რეტროგრადული იუპიტერის პატრონებს კი პირიქით - ამ ხნის მანძილზე რაკომენდაციას გავუწევდი ნაკლები აქტიობა გამოეჩინათ კარიერული წინსვლისათვის ზრუნვაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში, უცხოეთთან ახალი კავშირების მოძიებაში და ახალ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვაში. აჯობებს მომდევნო რეტროგრადულობამდე (ანუ აპრილამდე) უკვე წამოწყებული საქმეების დასრულებისათვის გამოიყენოთ"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს