სმიტების ოჯახმა საქართველოში ჩამოსვლამდე მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

სმიტების ოჯახმა საქართველოში ჩამოსვლამდე მცირეწლოვანი შვილი დაკარგა

რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ სრულიად საქართველო შეძრა. საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 19 წლის მწყემსი დააკავა. მას უვადო პატიმრობა ემუქრება.

"მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

მარნეულის რადიოს ინფორმაციით, ხადას ხეობაში მოკლული სმითების ოჯახმა საქართველოში ჩამოსვლამდე ტრაგედია გადაიტანა. მათ მცირეწლოვანი შვილი დაეღუპათ.

საქართველოში გადმოსახლებული, ხალიჩების ქსოვით დაინტერესებული რაიანი მაშინ ლეილა სულეიმანოვასთან საქსოვი დაზგის სათხოვნელად მივიდა. აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის თავმჯდომარეს მან შეხვედრისას უთხრა, რომ ტრადიციული საქმის აღორძინება ტრაგედიის გადატანაში ეხმარება.

"მახსოვს მაშინ რომ შევხვდით შავებში დადიოდა. დაზგებს ეძებდა იმისთვის, რომ სოფელ იორმუღანლოში ხალიჩების მქსოველებისთვის ძველი ხელნაკეთი მოწყობილობები შეეცვალა. მე ხალიჩების ქსოვის სწავლების პროექტი დავასრულე და ხუთი დაზგა დამრჩა, საიდანაც ოთხი მივეცი. მაშინ მითხრა, რომ შვილი დაეღუპა" - იხსენებს ლეილა სულეიმანოვა.

წაიკითხეთ სრულად

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს