სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დედა დაკავებულს - სიმართლე თქვი შვილო, გემუდარები, მხოლოდ ამას გთხოვ

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის დედა დაკავებულს - სიმართლე თქვი შვილო, გემუდარები, მხოლოდ ამას გთხოვ

სიმართლე თქვი შვილო, გემუდარები. მხოლოდ ამას გთხოვ, - ასე მიმართა ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დედამ, მარიამ მარტიაშვილმა სასამართლო დარბაზში.

ბრალდებული მცხეთის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოში სხდომა ამ წუთებში იწყება.

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. სამართალდამცველები კობაურს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.

ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს