ბანკიდან სამინისტროში - რა ქონებას ფლობს გიგა კაცია

ბანკიდან სამინისტროში - რა ქონებას ფლობს გიგა კაცია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიგა კაცია მიმდინარე წლის მაისში დაინიშნა. მანამდე კი როგორც 2018 წლის 6 ივლისს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, კაცია “თიბისი ბანკსა” და „კარგო მარკეტში“ მუშაობდა.

კერძოდ, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 3 ივლისის პერიოდში „თიბისი ბანკის“ კორპორატიული დირექტორის მოადგილედ მუშაობისას მისი ანაზღაურება - 317 020 ლარი; „კარგო მარკეტის“ მრჩევლობისას კი 2017 წლის 10 ივლისიდან 31 დეკემბრის პერიოდში მისი ანაზღაურება 15 000 ლარი იყო.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიგა კაცია ფლობს 149,4 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ასევე 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და 360 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს დედაქალაქში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი „ჰუნდაი სანტაფე“.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია მითითებული კაცია ფლობს ასევე TBC BANK GROUP-ის 2807 აქციას, რომელიც 2015 წელს აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 3 475 დოლარი; 1 407 გირვანქა სტერლინგი; 5 537 ლარი და 1,74 ევრო ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო