მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეირჩა

მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეირჩა

მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. საბჭოს წევრებმა თადუმაძე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 12 არც ერთის წინააღმდეგ შეარჩიეს. კენჭისყრა ფარულად გაიმართა. საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან 13 ესწრებოდა, აქედან კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო იუსტიციის მინისტრმა.შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი.

მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატიდან ერთმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა. შესაბამისად, მთავარი პროკურორობის კანდიდატები იყვნენ შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები