5 მარტივი რჩევა იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ენერგია არ დაკარგოთ

5 მარტივი რჩევა იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში ენერგია არ დაკარგოთ

იმისათვის, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში საერთოდ არ დაკარგოთ ენერგია და მიიღოთ მეტი საიმოვნება, გაითვალისწინეთ რამოდენიმე მარტივი რჩევა.

1. თავი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რათა მზის დაკვრა არ მიიღოთ. ამისათვის ატარეთ ქუდი ან თავსაფარი.

2. შეეცადეთ სწორად დაიკმაყოფილოთ წყურვილის გრძნობა. ნუ მიეძალებით ტკბილ, ჩაციებულ გაზიან სასმელებს, რადგანაც ეს საზიანოა ორგანიზმისთვის. იმისათვის, რომ წყლის ბალანსი დაიცვათ, გაითვალისწინეთ შემდეგი წესები: სასურველია წყალი დალიოთ მანამ, ვიდრე წყურვილის გრძნობა შეგაწუხებთ. ამიტომ ატარეთ ბოთლით წყალი და არ დაგივწდეთ დროულად შეავსოთ წყლის მარაგი. ფიზიკური დატვირთვისას რეკომენდებულია წყლის დალევა დატვირთვამდე, დატვირთვის პროცესში და მის შემდეგაც. უპირატესობა მიანიჭეთ ხისტ წყალს, რომელიც მეტი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს და სხვა ელექტროლიტებს. რადგანაც ოფლთან ერთად ამ ელემენტების უმრავლესობა ტოვებს ორგანიზმს. ზრდასრული ადამიანი დღეში უნდა სვამდეს 2 ლიტრ წყალს. ეს ის მინიმუმია, რომელიც ორგანიზმს დაკარგული წლისა და მინერალური ნივთიერებების აღდგენის სასუალებას აძლევს.

არ მიიღოთ ჭარბი რაოდენოით კოფეინის შემცველი სასმელები. ის ისევე, როგორც ალკოჰოლი, გაუწყლოებას აჩქარებს. დაბოლოს, წყალი შეიძლება შეცვალოს წყლისშემცველმა ხილმა და ბოსტნეულმა, მაგალითად კიტრმა, რითაც მიიღებთ ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დამატებით პორციას. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ მწვანე, პიტნის ჩაი და ბურახი. გერმანელი სპეციალისტები გვირჩევენ სიცხეში უარი ვთქვათ ცივ ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზეც.

3. ტანსაცმლის სწორად შერჩევა. დროებით უარი თქვით მუქ ფერებზე. უმჯობესია ტანსაცმელი შეკერილი იყოს ნატურალური ქსოვილისაგან, თავისუფალი თარგით და რაც მთავარია იყოს მოხერხებული...განაგრძეთ კითხვა mkurnali.ge-ზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს