"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი - მარნეულში აქვთ ვერსია, რომ დანაშაულში ფიგურირებს კიდევ ორი პირი, რომლებიც მიმალვაში არიან

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი - მარნეულში აქვთ ვერსია, რომ დანაშაულში ფიგურირებს კიდევ ორი პირი, რომლებიც მიმალვაში არიან

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნანა ფიცხელაური, რომელიც ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე მუშაობს, ახალ დეტალებს ჰყვება. როგორც მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, ის ესაუბრა მარნეულის მაცხოვრებლებს, რომლებსაც მომხდართან დაკავშირებით საკუთარი ვერსიები აქვთ.

"როგორც ლორან სმიტის მეგობარმა მითხრა, რომელიც მასთან ერთად სკოლაში რუსულ ენას ასწავლიდა, ამ ოჯახს ჰქონდა წესი დანერგილი, რომ პერიოდულად კარვით დადიოდნენ ბუნებაში. ამ შემთხვევაშიც აპირებდნენ მთაში წასვლას და ბოლო ლოკაცია უნდა ყოფილიყო გუდაური. მარნეულშიც აქვთ თავისი ვერსიები. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს დანაშაული არ არის ერთი პირის მიერ ჩადენილი და არის კიდევ ორი პირი, რომლებიც არიან ეჭვმიტანილები და გამოძიება დაინტერესებულია მათი ადგილმდებარეობით. მარნეულში იციან, რომ ეს ეჭვმიტანილები არიან გაქცეულები"- აღნიშნა ფიცხელაურმა.

შეგახსენებთ, რომ სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შეუფარდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სმიტების ოჯახი მისი მოკლული არაა.

„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა სასამართლოზე.

იხილეთ ვიდეო: "თითქოს ბოლო დისლოკაციის ადგილი გუდაური უნდა ყოფილიყო" - "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი სმიტების მკვლელობის დეტალებზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს