საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ჩვენ ვკარგავთ აფხაზეთს!" - რას წერს რუსი ჟურნალისტი რეგიონში სტუმრობის შემდეგ

11:07 / 12-07-2018

"აფხა­ზეთ­მა წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, რად­გან ის რუ­სეთს არ სჭირ­დე­ბა... “სუ­ლი­ე­რე­ბის ქვე­ყა­ნა” ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლის ორი­ენ­ტა­ცი­ას..." - წერს Свободная Пресса-ს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და ბლო­გე­რი ვიქ­ტორ სო­კირ­კო­სი აფხა­ზეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ და თა­ვის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ჰყვე­ბა.

მისი თქმით, ის რე­გი­ო­ნი­დან მძაფ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­თა და ერთი დას­კვნით დაბ­რუნ­და - რუ­სე­თი კარ­გავს აფხა­ზეთს.

“შე­საძ­ლოა, ეს ერთი შე­ხედ­ვით და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ასეა... ამის მი­ზე­ზი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, მათ შო­რის - ეროვ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კა­ში არ შე­სუს­ტე­ბუ­ლა.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეკო­ნო­მი­კუ­რია, აფხა­ზეთს არ ჰყოფ­ნის ფული ცხოვ­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ჩანს პრაქ­ტი­კუ­ლად ცა­რი­ელ ყა­ვის და­სა­ლევ ად­გი­ლებ­ში, ფა­ცხებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში. იქ, სა­დაც ადრე მა­გი­დე­ბი ხმა­უ­რი­ა­ნი სტუმ­რე­ბით იყო სავ­სე, ახლა სტუმ­რე­ბის ცა­რი­ელ ჯი­ბე­ებ­ში ქარი უბე­რავს... ამ ყვე­ლა­ფერს ერთი ახ­სნაც აქვს - აფხა­ზებს არას­დროს უყ­ვარ­დათ შრო­მა და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა...

და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, რეს­პუბ­ლი­კა სულ უფრო და უფრო მე­ტად ხდე­ბა რუ­სე­თის ფი­ნან­სებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვი­თა­რე­ბა კი საკ­მა­ოდ მძი­მეა - სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გურ­და სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრე­ბი, გზე­ბი და ა.შ" - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ვიდ­რე აფხა­ზე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი, ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბას არა­ვინ რის­კავს. მით უფრო, რომ რაულ ხა­ჯიმ­ბას წი­ნა­მორ­ბე­დებს, სერ­გეი ბა­ღაფშსა და ალექ­სან­დრე ან­ქვაბს რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევ­რი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ბოლო წლებ­ში, იქ ტუ­რის­ტე­ბის ნა­კად­მა საკ­მა­ოდ იმა­ტა. ამას­თან, ვიქ­ტორ სო­კირ­კოს თქმით, აფხა­ზე­თი­დან სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დი­სა და აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის­თვის გა­ზი­დეს სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი, რა­შიც აფხა­ზეთს საკ­მა­ოდ კარ­გად გა­და­უ­ხა­დეს.

Свободная Пресса-ს სტა­ტი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, რომ 2014 წლი­დან ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა და რაულ ხა­ჯიმ­ბამ ორ­მხრივ შე­თან­ხმე­ბას მო­ა­წე­რეს ხელი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ, რა­საც აფხა­ზეთ­ში სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და ფო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უნდა მოჰ­ყო­ლო­და, თუმ­ცა ბევ­რი რამ ფურ­ცელ­ზე დარ­ჩა.

“თავ­და­პირ­ვე­ლად, აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თი­დან 8 მი­ლი­არ­დი რუბ­ლის გა­და­რი­ცხვა იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა შემ­დეგ ეს ციფ­რი 4 მი­ლი­არ­დამ­დე შემ­ცირ­და. რო­გორც აფხა­ზეთ­ში ამ­ბო­ბენ, ამ თან­ხის უმე­ტე­სო­ბას რეს­პუბ­ლი­კამ­დეც არ მი­უღ­წე­ვია. კერ­ძოდ, 2016 წლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი 3,7 მი­ლი­არ­დი­დან, აფხა­ზე­თამ­დე მხო­ლოდ 180-მა მი­ლი­ონ­მა მი­აღ­წია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბა­ღაფ­ში­სა და ან­ქვა­ბის დროს, 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და და შე­მო­სა­ვალ­მა 32 მი­ლი­არდ რუბლს მი­აღ­წია, მა­შინ რო­დე­საც ხა­ჯიმ­ბას 3-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას რეს­პუბ­ლი­კა­ში მხო­ლოდ 5 მი­ლი­არ­დი ჩა­ი­რი­ცხა. ამას­თან, სამ­შე­ნებ­ლო ბუმი დას­რულ­და, რა­მაც რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის ყი­რი­მის გახ­სნა­მაც შე­უ­წყო ხელი - აფხა­ზეთ­ში ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი მკვეთ­რად შემ­ცირ­და. ამას­თან, და­ი­წყო აფხა­ზუ­რი ბან­კე­ბის რე­ვი­ზია და აღ­მოჩ­ნდა, რომ რეს­პუბ­ლი­კა­ში ფული არ არის, ანუ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­სა და ბიზ­ნეს­მე­ნებს ის ქვეყ­ნი­დან გა­აქვთ.

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი - სა­ქარ­თვე­ლოს სის­ტე­მა­ტუ­რი მუ­შა­ო­ბა. საქ­მე ის არის, რომ ქარ­თვე­ლებს რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა არ სჭირ­დე­ბათ, ისი­ნი უბ­რა­ლოდ კონ­ტრგა­მო­სავ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბენ; რუ­სე­ბი უშ­ვე­ბენ თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფხა­ზუ­რი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ნა­წარმს? – ქარ­თუ­ლი მხა­რე აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე შე­ი­ძენს ყვე­ლა­ფერს, რა­საც აფხა­ზეთ­ში აწარ­მო­ე­ბენ - თხილს, მან­და­რინს, თაფლს და ა.შ. თა­ნაც საკ­მა­ოდ ღირ­სე­ულ ფა­სად," - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე გე­ნი­ა­ლუ­რი სვლა არის სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა - ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფხა­ზებს შე­უძ­ლი­ათ სრუ­ლი ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბის უფა­სოდ მი­ღე­ბა. ეს ეხე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ებს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და დი­აგ­ნოს­ტი­კურ კვლე­ვებს, ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას.

”შე­საძ­ლოა, აფხა­ზეთს მო­უ­წი­ოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­ვი­წყე­ბა, რად­გან ქარ­თუ­ლი არ­მია ეს აღარ არის 1992 წლის სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა, მე­ტიც - არც 2008 წლის ცხინ­ვალ­ში მებ­რძო­ლი ჯარი. ის ახლა ნატო-ს სტან­დარ­ტე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის მიერ იწ­ვრთნე­ბა და ეს არის 37-ათა­სი­ა­ნი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე მზად არის გა­არ­ღვი­ოს ენ­გუ­რი, სო­ხუ­მამ­დე ჩა­ვი­დეს და ასეთ დროს რუ­სეთს საქ­მე­ში ჩარ­თვას არა­ვინ ურ­ჩევს, რად­გან ბევ­რი რა­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ათას­ჯერ მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს მისი მხრი­დან ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნაა,” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ვიქ­ტორ სო­კირ­კო­სი და დას­ძენს, რომ სა­კუთ­რივ აფხა­ზურ მხა­რეს "ორი ათა­სი­ა­ნი ხიშ­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კა­ცის გარ­და, არაფ­რის და­პი­რის­პი­რე­ბა შე­უძ­ლია".

ბლო­გე­რის მო­საზ­რე­ბით, თუ მოს­კოვს აფხა­ზეთ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა არ შე­უძ­ლია, კარ­გი იქ­ნე­ბა ბა­ზა­რი მა­ინც გა­უხ­სნას აფხა­ზურ ნა­წარმს, თუნ­დაც მი­ნე­რა­ლურ წყალს. მით უფრო, რომ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა ხილი და ბოსტნე­უ­ლი და კარ­გი იქ­ნე­ბა ხილ­ფა­ფე­ბი­სა და მუ­რა­ბე­ბის სა­კი­თხი მა­ინც მოგ­ვარ­დეს:

“პრე­ზი­დენ­ტი რაულ ხა­ჯიმ­ბა ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ რე­გი­ონ­ში მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ამის უკვე აღარ სჯე­რა... ახლა “აფხა­ზურ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში” ასე­თი ხმე­ბი და­დის - ჩვენ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში მოგ­ვი­წევს ვინ­მეს მი­ვე­ყი­დოთ, არა­და, სულ ორი ვა­რი­ან­ტი გვაქვს - რუ­სე­ბი ან ქარ­თვე­ლე­ბი, ამ უკა­ნას­კნე­ლის უკან კი ამე­რი­კა დგას... მოს­კოვს ჩვე­ნი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გა­ჭირ­ვე­ბი­თა და პრობ­ლე­მე­ბით აღარ ვჭირ­დე­ბით, ამე­რი­კა კი, კრემ­ლის ჯი­ნა­ზე მზად არის აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კა­ში დიდი ფული, თუნ­დაც 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩა­დო­სო" - ამ­ბო­ბენ ისი­ნი პი­რად სა­უბ­რებ­ში.

პუბ­ლი­კა­ცი­ის ბო­ლოს კი სო­კირ­კო­სი წერს, რომ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც თბი­ლის­ში, ზუგ­დიდ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბის პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან და ბოლო დროს, მათ უჭირთ ქარ­თველ­ში მტრის და­ნახ­ვა: "ასე რომ, სუ­ლაც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ერთ დღე­საც აფხა­ზებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­ი­წი­ონ. მა­შინ კი მოგ­ვი­წევს ლო­დი­ნი, რო­დის ააფ­რი­ა­ლე­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი ფსო­უ­ზე ნა­ტოს დრო­შას," - წერს ბლო­გე­რი.

გაზიარება
ტეგები:
#საქართველო
#რუსეთი
#აფხაზეთი
მკითხველის კომენტარები /64/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე უკეთ ვიგებ დედააზრს
2
0
სტატიებს აღარც ვკითხულობ, პირდაპირ კომენტარებზე გადავდივარ
17:13 / 22-08-2018
გამოხმაურება //
sergia
6
0
რუსებს არასოდეს ადარდებდათ კავკასიის მოსახლეობის ბედი. მათ მხოლოდ კავკასიის ტერიტორიები სჭირდებათ, როგორც სტრატეგიული რეგიონი. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლაცდარმებია და შეეცდება ხელიდან არ გაუშვას, თუ სულ არ დაემშათ ქვეყანა. აფხაზებსა და ოსებს კი არავინ დაეძებს, თუნდაც ჭირსაც შეუჭამია ორთავე.
14:58 / 22-08-2018
გამოხმაურება //
nana
1
0
თქვენი წერილის პათოსით მგონია არც გინდათ რომ მოგვარდეს პრობლემა, ისეთი ნიშნის მოგებით საუბრობთ, მიაკვდა ძაღლი ყველას ვისაც საქართველო არ უყვარს,მიყურადებულია და ელოდება ცუდს,აღარც შევარდნაძეა და აღარც გამსახურდია, აღარც პუტჩისტები , ჩაიარა უკვე, 21-ე საუკუნია და თვალი გაახილეთ,რითი შეგვიძლია უშველოთ ქვეყანას.
13:30 / 22-08-2018
გამოხმაურება //
ბესარიონ
4
3
სად გვცალია შრომის და ერთმანეთის სიყვარულისთვის ? ჩვენ ქართველები ჯერ ერთმანეთის ჭამის და განადგურებისთვის გვცალია მხოლოდ (
16:33 / 02-08-2018
გამოხმაურება //
ნიკო
0
0
რუსებს თუ აპატიეს გენოციდი (ნამდვილი!) და მუხაჯირობა (გასახლება) ვითომ ქართველებს რატომ არ აპატიებენ? "დასჯილი ერის" სტატუსის მოხსნის იუბილე უზეიმით ამასწინათ... მაგრამ საუკუნეების მანძილზე უწიგნურები და რეგვენები რომ იყვნენ ალბათ იმის ბრალია: ჯენტლმენები რამდენიმე თაობაში გამოდიანო, ნათქვამია.
12:39 / 31-07-2018
გამოხმაურება //
Манучар
6
0
Раткмаунда афхазети сакартвелоа мовлен гонс да дагвицахебен
16:28 / 24-07-2018
გამოხმაურება //
კარლო
12
2
სწორი შენიშვნაა!
20:16 / 17-07-2018
გამოხმაურება //
მიხო არევაძე
6
0
ჩახედული ვარო და ტალიავინის დასკვნას რატო ამახინჯებთ?დავიჯერო შემთხვევით გამოგრჩათ რუსეთზე ნათქვამი?"საომარი მოქმედებები ქართველება დაიწყეს მაგრამ რუსეთმა ამისთვის ყველაფერი გააკეთა"-ო და კონკრეტულად იყო ჩამოთვლილი ომამდელი პროვოკაციები რუსეთის მხრიდან და სიტუაციის ჩიხში შეყვანაშიც რუსეთს ადანაშაულებს.მე შორს ვარ იმ აზრისგან რომ აფხაზეთს რუსეთი დათმობს გინდაც ყველა აფხაზმა ერთად მოინდომოს საქართველოსთან დაბრუნება მაგრამ რუსების ოცნებას ჩვენ მაინც ნუ გავასაღებთ რეალობათ.
14:08 / 17-07-2018
გამოხმაურება //
mmm
37
1
თქვენ აფხაზეთს კი არა ჩრდილოკავკასიას და "ზაბაიკალსაც" დაკარგავთ.
09:49 / 17-07-2018
გამოხმაურება //
ზსს
4
0
სამხედროსა და მილიტარიზმზე დაფუძნებული სახელმწიფო დიდხანს ვერ გასტანს თანამედროვე მსოფლიოში!!!
15:18 / 16-07-2018
გამოხმაურება //
ზსს
44
2
ჩვენს ქვეყანას ერთადერთი რაც გააერთიანებს არის - გამართული ეკონომიკაა. ასე რომ ბევრი შრომა ჩემო კარგო ხალხო. ნუ ვიქნებით ზარმაცები!!!
15:15 / 16-07-2018
გამოხმაურება //
frate
14
2
იცით რაზე მეცინება, ეს აფხაზები მაგარ შარში არიან, გენოციდის წინაშე დგანან, და ამ დროს რაღაც სისულელეებზე ლაყბობენ
11:48 / 16-07-2018
გამოხმაურება //
qeti
8
0
კლავიატურაზე როგორ ხარჯავთ თქვენს "ღრმა ანალიტიკას" :D
11:48 / 16-07-2018
გამოხმაურება //
ზასტაველი
4
0
დემურ ბიძიკო შენ ეტყობა დათვის ბიძაშვილი ხარ,ასე რომ თავდაჯერებით გადაამიწე აფხაზეთი და სამაჩაბლო,ყოჩაღ ასეთი უნდა გულმხურვალე მამულიშვილი,აბა კიდევ ვინ ფიქრობთ ასე?
11:44 / 14-07-2018
გამოხმაურება //
Lasha
9
0
ბატონო ბონდო აცხადებთ რომ ღრმათ ხართ ამ საკითხში ჩახედული და ასახავთ აფხაზეთში არსებულ რეალურ სიტუაციას,მინდა დავიჯერო რომ არ ცრუოფთ და ამას მხოლოდ იმიტომ არ ამტკიცებთ რომ დავივიწყოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო,იქნებ თქვენი ღრმა ცოდნა იმ საკითხზეც მოგვახსენოთ თუ როგორ შევძლებთ აფხაზეთს აფხაზებთან ერთად დაბრუნებას?
09:55 / 14-07-2018
გამოხმაურება //
Tamuna
3
0
შეიძლება მამების თაობამ ოდესღაც შეცდომა ჩაიდინა, მაგრამ ვფიქრობ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.როგორც კი საქართველო ეკონომიკის თვალსაზრისით გაძლიერდება, მაშინ აფხაზებს თავადვე მოუნდებათ ჩვენს შემადგენლობაში დაბრუნება.
03:16 / 14-07-2018
გამოხმაურება //
ედნარ წულუკიძე
24
1
სწორედ აფხაზეთიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება და ოქროს ხანა......ეხლაც ასე იქნება უფლის წყალობით....
17:05 / 13-07-2018
გამოხმაურება //
ბონდო
5
15
მავანთ კომენტარი გამოუქვეყნებიათ დასახელებით:რუსეთი კარგავს აფხაზეთს!ამ მოსაზრების ავტორებს წარმოდგენაც კი არა აქვთ 1992 წელს აფხაზეთში რა მოხდა! იქიდან გამომდინარე რომ შევარდნაძის მოღალატურმა პოლიტიკამ, სათავე დაუდო ქვეყნის დაშლას, მე როგორც აფხაზეთის პრობლემატიკაში ღრმად ჩახედულმა ადამიანმა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთის პრობლემა არასოდეს არ მოგვარდება, რადგან 1992-93 წლებში იქ ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არც გააჩნია! ევრო-სასამართლოში შესულია საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც სამაჩაბლოს ავანტიურას შეეხება! მე არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციები გაქვთ, მაგრამ შეგახსენებთ ტალიავინის დასკვნას, რომელშიც წერია რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ომი სააკაშვილმა დაიწყო!ამ მიმართულებით ჰააგის პროკურორი ბენსუდა გამოძიებას აწარმოებს და ძალიან დიდი ალბათობით ისიც ანალოგიურ დასკვნას დადებს და სწორედ ამიტომაა გაგიჟებული სააკაშვილი, რომელიც ნადირივით გრძნობს მასთან მოახლოვებულ საშიშროებას! დიდი ალბათობით სააკაშვილი გამოცხადდება საერთაშორისო დამნაშავედ და ამის შემდეგ სამაჩაბლოს საკითხებს საბოლოო წერტილები დაესმება! ახლა რაც შეეხება აფხაზეთის საქმეს! მე ისტორიული კოლხი ვარ და სწორედ ამ გადასახედიდან ჩემს აზრს მოგახსენებთ აფხაზეთთან მიმართებაში! საქართველოს დაუძინებელმა მტრებმა პუტჩისტებმა აფხაზეთში ომის დაწყებამდე, ისტორიულ სამარგალოს 5-ჯერ გადაუარეს და როცა ხერხემალში გადატეხეს, მაშინ შეიმუშავეს აფხაზეთზე თავდასხმის გენერალური გეგმა, ხოლო მანამდე პოლიტიკურმა ავანტიურისტმა ჯ.იოსელიანმა 1992 წლის თებერვალში, თავისი მოკლე ჭკუით აღადგინა 1921 წლის უნიტარული კონსტიტუცია, სადაც აფხაზეთი ავტონომიაც არ არის, რამაც ბუნებრივია საპასუხო რექცია გამოიწვია და აფხაზებმა 1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუცია აღადგინეს, რის მიხედვით აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ შედის! ვისაც ანალიტიკური აზრი აქვს ის მიხვდება, რომ საქართველოსთან კონსტიტუციური ომი აფხაზებმა პირწმინდად მოიგეს და შევარდნაძის უზნეო პუტჩისტებს მხოლოდ აფხაზეთში ომის დაწყების ვარიანტი დარჩათ, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს განახორციელეს კიდეც და გაერთიანებული ძალებით აფხაზებმა 5 მილიონიანი საქართველო დაამარცხეს კიდეც! ეს ისტორიული რეალობაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის და 25 წლის შემდეგ შექმნილია აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, რაშიც საქართველოს მოსახლეობის 99%-ს რეალური წარმოდგენა არა აქვს! მე დევნილობის პირველ დღეს დევნილებზე ნათქვამი მაქვს, რომ ქართულ-აფხაზური პრობლემა, თბილისური სცენარით არასოდეს არ მოგვარდებოდა და როგორც ხედავთ ჩემი პროგნოზი 100%-ით ახდა და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც 100%-ით აღსრულდება! ეს ჩემი აკვიატებული აზრი არ არის, ეს ჩემი ღრმა ანალიტიკური აზროვნების შედეგია, რაც გამყარებულია რეალური ფაქტებით და არა შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის ზღაპრებით! აფხაზეთში უკვე დევნილის სტატუსით მე ნამყოფი ვარ ჩემს მშობლიურ ქალაქ სოხუმში და საუბრები მქონდა ყველა ფენასთან და აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთში ქართველებს არავინ ელის და თავს ნუ მოიტყუებთ ბატონებო! რაც შეეხება რუსეთის დასუსტების ან მით უმეტეს დაშლის საკითხს, ეს ავადმყოფური აზროვნებაა და მას არავითარი საფუძველი არა აქვს! ამერიკელები თურქებმა ფაქტიურად გააძევეს თურქეთიდან და თუ კარგად ხედავთ რუსული პოზიციები სირიასა და თურქეთში კი არ შესუსტდა, არამედ მკვეთრად გაძლიერდა! რუსეთის პოზიციები გაძლიერებულია ფაქტიურად ყველა მიმართულებით, რასაც ამერიკის პრეზიდენტი ძალიან კარგად ხედავს და 16 ივლისის პუტინ-ტრამპის შეხვედრაზე ეს დადასტურდება კიდეც და გავლენების სფეროების გადანაწილება კიდევ ერთხელ მოხდება! საქართველო და მათ შორის აფხაზეთი სამწუხაროდ არის რუსეთის რეგიონალური ინტერესების სფერო, ამიტომ რუსეთი ამას არავის დაუთმობს ბატონებო! ზემო აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე 100%-იანი სიზუსტით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო შევარდნაძისა და სააკაშვილის პოლიტიკური ავანტიურის შედეგად დავკარგეთ! ეს ახალი რეალობაა, რასაც ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ აცნობიერებენ და წერტილი.....
17:05 / 13-07-2018
გამოხმაურება //
სოფია
17
0
ოსეთი რუსეთის ფედერაციაშია, ჩვენთან არის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი. პატივი ვცეთ საქართველოს ისტორიას და ჩვენ თვითონვე ნუ ვუწოდებთ არასწორ სახელს ამ ტერიტორიას.
16:58 / 13-07-2018
გამოხმაურება //
qeti
7
2
...და აღსრულდება წმინდა მამათა ნათქვქმი, საქართველოს გაერთიანებისა და გაბრწყინების შესახებ! პ.ს.ზოგიერთებს რომ სასაცილოდ არ ჰყოფნით.
15:12 / 13-07-2018
გამოხმაურება //
კახაბერი
15
0
დემურ, შენ თუ აფხაზი ხარ მაშინ გეტყვი რომ ქართველების სრულ უმრავლესობას იშვიათი გამონაკლისების გარადა აფხაზთა მიმართ სიძულვილი არ გააჩნია და სისხლი არ წყურია. სამწუხაროდ აფხაზების მხრიდან კი პირიქითაა, იშვიათი გამონაკლისები არიან ვინც ხვდება რომ ქართველები მათთვის საშიშნი არ აარიან და შერიგება შეგვიძლია. როგორც არ უნდა იყოს საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთს როგორც კი ამის შანსი გაჩნდება, დაისჯებიან ის ხალხი ვინც შეეწინააღმდეგებ აქვეყნის გაერთიანებას, ის ხალხი ვინც ომში მონაწილეობდა აფხაზების მხრიდან და რაიმე საშინელებაში არ არიან შემჩნეულები თუ შერიგებაზე წამოვლენ ხელს არავინ ახლებს მეტიც დაფასებული და დამეგობრებული იქნებიან. ასე რომ თქვენი პოზიცია უსაფუძვლოა, როგორც კი რუსეთის გავლენა შესუსტდება და ეს ადრე თუ გვიან მოხდება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ფსოუზე იფრიალებს საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები. ომი უაზრობაა და დაფიქრდით, შერიგებას და მეგობრობას ალტერნატივა არ აქვს.
13:11 / 13-07-2018
გამოხმაურება //
qeti
11
0
აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩასახლებულმა ტიპებმა მიინდომეს ზღაპრებში ცხოვრება,ჩვენზე უარესად წამოეგნენ გაიძვერა რუსეთის ანკესებს და საბოლოო ჯამში "გაიჩალიჩეს" 25 წლიანი სტაგნაცია და მათხოვრის მდგომარეობაში ყოფნასაც მიეჩვივნენ. ამაზე მეტი სასჯელი რა უნდა მიეღოთ, დეგრადირდნენ და ნელ ნელა ნადგურდებიან
12:56 / 13-07-2018
გამოხმაურება //
კახაბერი
24
0
ჩვენ რუსების პროვოკაციაზე წამოგებას აღარ ვაპირებთ ასე რომ ომი გამორიცხული მგონია. ჩვენ დაველოდებით დროს როდესაც რუსეთში ვითარება შეიცვლება და და მათ სამხედრო ზემოქმედების შესსაძლებლობა და ინტერესი აღარ ექნებათ და ეს არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მოხდება ისეთი პროცესებია რუსეთში და ზოგადად მსოფლიოში. საქართველოს მიზანია დარჩენილი ტერიტორიებით გახდეს ნატოს წევრი გააძლიეროს ეკონომიკა და არმია. რდესაც რუსეთს ჩვენთვის აღარ ეცლება და თუ აფხაზები არ მოისურვებენ მეგობრულად და ძმურად გადავწყვიტოთ პრობლემები, რომლის გადაწყვეტაც ჩვენ გვესმის აფხაზეთის უმაღლესი ავტონომიური სტსტუსის მინიჭებით, მაშინ საქართველოს შეიარაღებული ძალები კავკასიის მაშტაბით შეასრულებენ ნებისმიერ ამოცანას და ნებისმიერ მეტოქეს კავკასიაში გაასწორებენ მიწასტან. ჩვენ არ გვყოფნის რესურსი რომ ვეომოთ რუსეთის რეგულარულ არმიას მაგარამ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგეს გავცეთ გამანადგურებელი პასუხი ვინც ხელს შეგვიშლის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად გადაჭრაში. ეს ეხება სომხებს რომლებიც მოკალთებული არაინ აფხაზეთში, ეს ეხება ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს და კაზაკთა ბანდებს ვისაც შესაძლოა ცდუნება გაუჩნდეს და ხელი შეგვიშალოს. აგრესია არ არის აფხაზების მიმართ რადაგნ ისინიც დაზარალებული არაინ და მათ ჩვენ მოვეპყრობით ძმურად ვინც დაიმსახურებს ძმობას. ხოლო დანარჩენ არამკითხეებს გაეცემათ ღირსეული პასუხი !
11:57 / 13-07-2018
გამოხმაურება //
%
13
1
ზუსტად ასეა. მიყვარს ჭკვიანი და გამგები ადამიანები, რომლებიც საღად აზროვნებენ და თავს არ იტყუებენ. ომი უნდათ კეთილებს............
10:48 / 13-07-2018
გამოხმაურება //
აკა
37
3
"ჩვენ ვკარგავთ აფხაზეთს!" როდის იყო თქვენი?!?!, გაურკვეველი ჯიშის ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ო , ან თუნდაც ვ ო ვ ა პუტინო, ,,რაც არ გერგებათ არ შეგერგებათ", მოგიწევთ უკან დაბრუნება ელცინის მიერ ,,პრიხვატიზებული აფხაძეთისა და ქართლის მიწებისა!! ,, იბერია გაბრწყინდება"!!
10:20 / 13-07-2018
გამოხმაურება //
gugas
15
6
კაცმა რომ გისმინოს ეგონება აფხაზები ცალკე ერიაო!!(51 ლაიქიც კი ააგროვე!!! სირცხვილო და თავის მოჭრაც ვინც არ იცით რომ აფხაზები იგივე ეტნიკური ქართველები იყვნენ და არიან როგორც კახები, იმერლები, სვანები...
09:21 / 13-07-2018
გამოხმაურება //
BUBA s
17
3
აი ჩემს წიტელ წკაუპუნებს ტუ აღარ მოუნდებატ, კიდევ ერთი 10-20 წლ და ეგენი არარც იარსებებენ ანდა ჩაკვდებიან მატხოვრობაში . ჯერ ჩვენ როგორ გვიჭირს და მაგატ სულ სული ამოხდებათ
09:16 / 13-07-2018
გამოხმაურება //
თამაზი
17
0
კველანი ვიბრძვით სამსჰობლოსათვის რომელიც ერთია საქართველო
08:59 / 13-07-2018
გამოხმაურება //
გეთანხმები.
24
1
ეს ყველაზე ადეკვატური ვერსიაა. ძველი გამოთქმაა: ვინც ყირიმს აკონტროლებს, ის აკონტროლებს შავ ზღვას.
03:38 / 13-07-2018
გამოხმაურება //
დათო
29
0
ჩემო დემურ, არასდროს თქვა არა!!! ვინმე იფიქრებდა რომ გერმანელები და რუსები ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ? აგერ კი უყურებ რაც ხდება. რუსები რომ ბერლინის კედელს აშენებდნენ, მაშინ ვერც წარმოიდგენდნენ თუ ის დაინგრეოდა.
01:56 / 13-07-2018
გამოხმაურება //
დათო
37
1
არც აფხაზეთი და არც ოსეთი რუსეთს არ ჭირდება. რუსეთს ისინი ჭირდება რომ საქართველოს ლაგამი ამოსდოს და იქეთ გააჭენოს, საითაც თვითონ უნდა. აფხაზები მეცოდება, თვითონაც კარგად ხვდებიან რა მძღ-რი ჭამეს მაგრამ ის ომიც არ ავიწყდებათ და ჩვენსკენაც არ იყურებიან. ასე გადის წლები და ორივე ერთად განვითარების და კარგად ცხოვრების შანსს ვკარგავთ. არადა ამ კონფლიქტის მოგვარება დიდ ბიძგს მისცემს საქართველოს და მათ შორის აფხაზეთის განვითარებას.
01:50 / 13-07-2018
გამოხმაურება //
ზურა
64
2
ჩვენთვის პოზიტიური სტატიაა და კარგი განწყობის შემქმნელი, თუმცა მე აღვიქვი როგორც ოფიციალური მოსკოვის მესიჯი-ხაფანგი, მიდით ბიჭებო ომი დაიწყეთ ჩვენ არ ჩავერევითო, ეს მესიჯები უფრო და უფრო გაძლიერდება. რას ფიქრობთ აბა თანამემამულენო დავუჯეროთ რუსებს? ))) აფხაზებს რაც შეეხება მე პირადად ვიცი რომ ძალიან მტრულად და ზიზღით არიან ჩვენს მიმართ განწყობილი. თუმცა მაინც იმედიანად ვარ.
22:40 / 12-07-2018
გამოხმაურება //
nodrex
24
5
არ უნდა ველაპარაკებოდეთ! რადგან შეიგნოს რუსმა, რომ სხვა ქვეყანა ვართ და არა მაგათი ობლასტი. უცხოეთში მშვენივრად დადიან და ინგლისურადაც ლაპარაკობენ. ვისწავლოთ ჩვენც და ველაპარაკოთ ინგლისურად, არაფრით არაა რუსულზე ნაკლები ენა
22:38 / 12-07-2018
გამოხმაურება //
კახა
49
3
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება, ქართველს ტაო-კლარჯეთი და ჰერეთი ახსოვს და აფხაზეთს დაივიწყებს? ჩვენ გვინდა მშვიდობიანად, სიტყვა აფხაზებზეა გადმოდგამენ შემხვედრ ნაბიჯს ხომ კარგი არა და მოსახდენი მაინც მოხდება.
21:24 / 12-07-2018
გამოხმაურება //
მარინა
20
14
დიპლომატია გაგიგია საერთო? პოლონეთში ვცხოვრობ და ვიცი რაც ხდება. თუ საჭიროა უნდა დაელაპარაკო კიდეც. ამერიკის იმედზე კი არ უნდა იყო. ხისტი პოლიტიკა საქართველოსთვის დამღუპველია და ეს ვერ გაგიგიათ დღემდე....
21:12 / 12-07-2018
გამოხმაურება //
იური
60
5
ყირიმის მერე რუსეთს აღარ ჭირდება სოხუმი.შავ ზღვას ყირიმიდანაც კარგად გააკონტროლებს და ტყუილად ფულს არ მიცემს სოხუმს.
21:07 / 12-07-2018
გამოხმაურება //
მარინა
5
20
რა გულისტკივილით ამბობს .... ასეთი დამპლური პოლიტიკის შედეგია აფხაზეთი და ოსეთიც რომ დავკარგეთ. ქართველებმა კი ვერაფერი უკეთესი ვერ მოვიფიქრეთ შეიარაღებული დაპირისპირების გარდა.
21:05 / 12-07-2018
გამოხმაურება //
reali
40
1
შენ პირს შაქარი როდის იქნება ფსოუზე ნატოს და საქართველოს დროსების ფრიალი.. ეჰ ეს ნატვრად გვრჩება ჯერჯერობით.. ვნახოთ რა გამოვა
20:28 / 12-07-2018
გამოხმაურება //
ჰა ჰა ჰა
63
3
აფხაზეთი მიდის კი არა.. სად წავა, რუსის სამხედრო ბაზებჯთაა გაძეძჰილი მთელი აფხაზეთი. თქვენ გგონიათ რუსეთს აფხაზეთის ბედი ძაან აწუხებს? მათი ინტერესი სანხედრო ინიციატივაა შავ ზღვაზე.
19:29 / 12-07-2018
გამოხმაურება //
მსქროლავი ტროლი
143
1
რაო, მაინც, რა ჩავიდინეთ?!... ნუთუ აფხაზი ეთნოსის გენოციდი გვედება ბრალად?!... იქნებ, 300 ათასი აფხაზი (ნუ, თუ მაშინ მაინც იყავით მაგდენი) საკუთარი მიწა-წყლიდან აგყარეთ და წინაპრების საფლავებთან მისვლა აგიკრძალეთ?!.. რომელ პუტჩისტურ დიქტატზე აჯაზებ, რომელ საუკუნეში ცხოვრობ და გაზეთს მაინც როდინდელს კითხულობ, "იზვესტია"-ს და "ზარია ვოსტოკა"-ს?!...
19:03 / 12-07-2018
გამოხმაურება //
მსქროლავი ტროლი
34
2
როცა ჩვენსავით უჭირდათ, ელაპარაკებოდნენ... შენ რას გვთავაზობ - რა ენაზე ველაპარაკოთ?!... და თუ სთვლი, რომ არ უნდა ველაპარაკოთ, მაშინ ენა რაღა შუაშია?!...
18:51 / 12-07-2018
გამოხმაურება //
Ironia
10
2
აფხაზებთან ქონიათ საერთოდ ლაპარაკი იცით რა აზრის არიან ?
18:47 / 12-07-2018
გამოხმაურება //
დემურ
8
110
სოკირკოსის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ქართველების მიერ შეთხზული ზღაპარია, რომელსაც აღსრულება არ უწერია! მე ძირძველი სოხუმელი ვარ და 2015 წელს სოხუმში ნამყოფი ვარ! მე შეხვედრები მქონდა აფხაზების ყველა ფენასთან და აფხაზების მოსაზრებით აფხაზეთი პუტჩისტური თბილისის დიქტატს არასოდეს არ აღიარებს და სულ ტყუილად ოცნებობთ ქართველებო!ქართებმა 1992-93 წლებში რაც აფხაზეთში ჩაიდინეს, ეს უპატიებელი და უმძიმესი დანაშაულია და მისი პატიება ან ჩამოწერა ვერ მოხდება!
18:40 / 12-07-2018
გამოხმაურება //
მსქროლავი ტროლი
89
1
როგორც წესი, ასეთ სტატიებს ენგურსგაღმა საქართველოშიც კითხულობენ, იშვიათად გვეხმაურებიან კიდეც... მათ მივმართავ - როგორ ფიქრობთ, აფხაზებო, რუსეთი, რომელიც დღემდე ვერ შეეგუა საქართველოს დამოუკიდებლობას, შეეგუება ოდესმე აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ნებას დაგრთავთ, თქვენს ჭკუაზე მართოთ ქვეყანა?!... ნუთუ ათწლეულების შემდეგაც გულუბრყვილოდ გჯერათ, რომ რუსებმა თქვენი დამოუკიდებლობისათვის იომეს აფხაზეთში?!.. თუ წარმოგიდგენიათ მაინც, რა მოხდება, თუ ყველაფერს თავის სახელი დაერქვა და შესარიგებლად გამოწვდილ ხელს ხელივე დაუხვდა?!... ნუთუ არ ფიქრობთ, რა პერსპექტივა გაქვთ რუსეთის იმპერიაში და რას გთავაზობთ ქართველი ხალხი?!.. დრო თქვენზე არ მუშაობს, ძმებო, მალე თქვენს ნათქვამ სიტყვას თავადაც ვეღარ გაიგებთ... ამაზეც იფიქრეთ...
18:35 / 12-07-2018
გამოხმაურება //
კლოუნები ვართ?
63
3
ქართველების გენოციდი მოაწყვეს და ჩვენ ძმებს ვეძახით,ქართველი რომ პატივს ცემდეს ქვეყანას და საკუთარ თავს რუსს თავის ენაზე არ დაელაპარაკებოდა მით უმეტეს საქართველოში. აბა ჩადით ბალტიისპირეთში ან პოლონეთში და ნახეთ თუ ვინმე დაელაპარაკება რუსს თავის ენაზე.
18:30 / 12-07-2018
გამოხმაურება //
Niko
26
2
ქართველო, მაგ ტექსტით აფსუებს მიმართე. ეგენი არიან ის ხალხი, ვინც ქართველებთან მშვიდობიან ცხოვრებას არც კი განიხილავენ პერსპექტივად.
18:15 / 12-07-2018
გამოხმაურება //
BUBA
21
26
ნიკოს სანამ შენაირი მენტალიტეტის ხალხი იქნება საქართველოში აფხაზებს და ოსებს ნამდვილად არ მოუნდებათ საქართველოში ცხოვრება რაც ჩვენ ძალიან კეთილმოსურნე მეზობლის წისქვილზე ასხამს წყალს, სწორედ შენ რასაც ამბობ მაგას კითხულობენ იქ და მაგრად მონდებათ ჩვენთან შერიგება?
18:01 / 12-07-2018
გამოხმაურება //
GUGA
80
4
აფხაზები ჩვენი გენის კულტურის, ტრადიციების მატარებელი ერია ჩვენ ერთად ვცხორობდით ათასწლეულების მანძილზე, ერთად ვიბრძოდით როცა საქართველო ძლიერი იყო ჩვენ და აფხაზები ერთ სახელმწიფოში ვცხორობდით აფხაზები ერთიან საქართველოში დიდ როლს თამაშობდნენ, ისინი მეწინავე ჯარს წარმოადგენდნენ თამარის მეფობის შუა წლებამდე, მერე ისინი მესხებმა ჩაანაცვლეს. გავიხსენოთ ხრესილის ბრძოლა სადაც აფხაზები ძველი ტრადიციისამებრ მეწინავე ჯარად დაუდგა სლომონ მეფეს, ამ ბრძოლაში თურქები და 11 ათასი მოღალატე ქართველი დედა ბუდიანად გაჟლიტეს და ამის მერე შეუძლებელია ჩვენ და აფხაზებს ერთი მომავალი არ გვქონდაეს მომავალ ერთიან ძლიერ საქართველოში ეს ღმერთის და ერის ნებაა.
17:53 / 12-07-2018
გამოხმაურება //
qartveli - ს
45
1
ვისაც ჩავაცვით იმათმა გაგვხადეს!.. მტრობა არ არის კარგი მაგრამ უნდა შევაგნებინოთ რომ მედალს ორი მხარე აქვს... სადაც მინუსია იქ პლიუსია, თუ დავაშავეთ მათმა არანაკლებად დააშავეს, ისე არ უნდა იყოს რომ ჩვენ მუდმივად ყველასთან თავის მართლების რეჟიმში ვიყოთ, ეს არ შეიძლება! ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს!...
17:50 / 12-07-2018
გამოხმაურება //
...
16
7
ესე წააქეზეს მაღალი და ტანადი და რაც მივიღეთ ვნახეთ..
17:43 / 12-07-2018
გამოხმაურება //
gigas
63
1
მაშინ ისიც ეცოდინებათ მათთან შედარებით სამოთხეში, რომ ვართ..
17:41 / 12-07-2018
გამოხმაურება //
Niko - ს
32
5
გეთანხმები რომ აფსუებს გულზე არ ვეხატებით, ასევე მახსოვს ოსებსაც არ ვეხატებოდით გულზე, ადრე ვყოფილვარ მაგალითად ზნაურში და აშკარად ვიგრძენი რომ გულზე არ ვეხატებოდით ქართველები მაგრამ, ტორტი ხომ არ არის ჩამოიჭრა და წაიღო, მაინცე ვერსად ვერ წაიღებენ, ამათ, აფსუებსაც და ოსებსაც ჩვენს იქით გზა არ აქვთ, ეს დაუწერელი კანონია, სამართალი ყოველთვის თავისას ითხოვს, უნდათ თუ არ უნდათ, ჩვენსა დარუსებს შორი ბუნების შექმნილი საზღვარია, კავკასია, იქით რუსები აქეთ ჩვენ, ეს კანონზომიერება უკვე დაარღვიეს რუსებმა და არ ეპატიებათ... მთავარი რუსების მოშორებაა თორემ ეს აფსუები და ოსები ხომ პაიკებიც კი არ არიან, ჭიაყელები არიან, ესენი ხომ მოსული, მომთაბარე ხალხია და მათთვის ადვილია სხვაგან რომ გააგრძელონ ხეტიალი... ისე რომ კანონზომიერება მალე აღდგება...
17:36 / 12-07-2018
გამოხმაურება //
qartveli
69
17
რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო.არავითარი ჯარი და საბრძოლო მოქმედებები, მითუმეტეს რო არც თავი გავქ ამისი და ზოგადად ჩვენ, ქართველებს სიყვარული და შენება უფრო გვეხერხება, ამიტომ რაც კარგად გამოგვდის იმას მივხედოთ და ყველაფერი კარგად იქნება.უნდა განვვითარდეთ და ძმური ხელი გავუწოდოთ აბხაზებს, რომლებიც ჩვენი ნათესავები არიან მართლადა მართლა,ხოლო ჯარი უნდა იყოს მხოლოდ თავდაცვისთვის გარემტრებისგან და არა შიდა უთანხმოებების მოსაგვარებლად.იმედია არასოდეს აღარ გვეყოლება სააკიანის მსგავსი ავანტიურისტი ხელისუფლებაში, რომელმაც მინიმუმ 10 წლით დაგვწია უკან შერიგების კუთხით.
17:34 / 12-07-2018
გამოხმაურება //
smrzy)))
16
1
დამაინტრიგებელი სათაური კი აქვს ამ სტატიას, კარგია ასეთი პოზიტივი ერთგვარი, მაგრამ აფხაზები ასე ადვილად არ დათმობენ არაფერს, გაცილებით უფრი სხვა სიტუაციაა... მეორე და რუსებს ისეთი ბაზები აქვთ საზღვრებთან აშენებული გეგონება სამუდამოდ დარჩენას აპირებენო...ამიტომ ტყუილად შფოთავს რუსი ბლოგერი...
17:30 / 12-07-2018
გამოხმაურება //
Niko
52
10
ტყუილი ილუზიებია. აფხაზებს (უფრო სწორად აფსუებს) ზუსტად იმ დონეზე ძულთ ქართველები როგორც ადრე. ამიტომ რაც უფრო ცუდად იქნებიან ისინი, რაც უფრო მეტად ემათხოვრებიან რუსებს 2 კაპიკის გამო, რაც უფრო მეტად იქნებიან ჩაკეტილები ცივილიზებული მსოფლიოსგან მით უფრო გამიხარდება მე. მე მახსოვს წამებით მოკლული ათასობით ქართველი. ეგღა მაკლია ქართველების მკვლელ და მოძულე ხალხზე ვიდარდო. რაც შეეხება რუსეთის მიერ აფხაზეთის დაკარგვას, აფხაზეთს კიარა იმედია ყველა იმ ტერიტორიას დაკარგავს, რომელიც არალეგალურად, უამრავი ადამიანის სიცოცხლის ფასად მიიერთა
17:24 / 12-07-2018
გამოხმაურება //
Zaza
67
0
ჰა!.. ხუმრობ! აფხაზეთი რუსეთისა არც არასოდეს იყო და არც იქნება! დაიმახსოვრეთ ტუგადუნო რუსებო! ჩაიბეჭდეთ მაგ უტვინო მონღოლურ თავებში!!! აფხაზეთი საქართველო იყო ყოველთვის და არის, იქნება!!!... თქვენი პუტინი ......... ეს დღე დაიმახსოვრეთ რუსებო და გაგახსენდებათ ჩემი დღევანდელი სიტყვები, აფხაზეთი საქართველო იყო, არის, იქნება!!!...
17:10 / 12-07-2018
გამოხმაურება //
გიგა
14
21
კარგი ძილისპირული იყო. და რა გგონიათ აფხაზებმა არ იციან ჩვენთან როგორ უჭირს ხალხს?
17:01 / 12-07-2018
გამოხმაურება //
ნანა
25
4
უიმე როგორ გამიხარდა,25 წლის ულან ლელა კაკულიამ რაც თქვა,ლამის იგივე წავიკითხე,ახლა კი ნამდვილად დავიჯერებ სასწაულებს.
16:33 / 12-07-2018
გამოხმაურება //
irakli
52
1
აუ ახლა ამას თავისი მოკლე ჭკუით უნდა გვითხრას მიდით ბიჭებო, რუსეთი არაფერში ჩაერევა ფსოუს ბოლომდეო. როგორც ნათქვამია თქვენი მოსატყუებელი კბილი უკვე მოცვლილი გვაქვს.
16:26 / 12-07-2018
გამოხმაურება //
tamusi
33
13
აფხაზეთი საქართველოა..ძმებო შევრიგდეთ..დროა გავერთიანდეთ..
16:20 / 12-07-2018
გამოხმაურება //
ilia
40
4
შენი აკოუპანტი ასე და ისე, ყველა ოკუპანტია რუსი თუნდაც ჯურნალისტი იყოს და თუნდაც ბლოგერი, დალხინებული არც ჩვენ ვართ მაგრამ თქვენ თუ აფხაზეთიდან წაეთრევით (რუსებს ვგულისხმობ) ჩვენთვითონ მივხედავთ, ისე რო იცოდეთ ვითომ ერთმორწმუნე მოძმეებო აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს ტერიტორიაა და ადრე თუ გვიან მაინც ჩვენი იქნება
16:18 / 12-07-2018
გამოხმაურება //
----
34
1
საინტერესო სატატია და დამაიმედებელი, მაგრამ ჩვენ უნდ აგავვიტარდეტ უფრო სწარფად და მსიაბაძი გავხდეტ რომ ხალხმა გამოიწოს ჩვენკენ და მაშIნ ყველაფერი მოგვარდება
16:04 / 12-07-2018
გამოხმაურება //
თბილისელი
27
2
რაღაც იმედიანი და პოზიტიური სტატიაა :)
16:03 / 12-07-2018
გამოხმაურება //
mimino
54
3
ჩვენ გვინდა სწორი პოლიტიკური სვლები, ჯანდაცვასთან ერთად უდა გაიშალოს კონდაზვერვითისაქმიანობაც, უნდა გავრცელდე ინფორმაცია, რომ რუსები არაფრის მკეთებლები არ არინ, პირიით გაუარესეს აფხაზების მდგომარეობა... აქცენტი უნდა გაკეტდეს, რომ რუსები ყოვლად ხელს უწყობენ იქ მაცხორვრებელი სომხების პრივილეგიებს.... და ა.შ.
15:55 / 12-07-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
16:07 / 10-02-2019
"რუსული ნომრები თუ აქვს, "გაიც" აღარ აჩერებს. აბა გაბედე და გზის დათმობა სთხოვე, გადაგივლიან" - აფხაზეთში ავარიას რუსი სამხედრო ემსხვერპლა
10:30 / 06-02-2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა წითელ წიგნში შეტანილი ლეოპარდი მოკლეს
09:38 / 03-02-2019
"ნანახით ყველა შოკშია..." - აფხაზეთში 25 წლის ქალმა ბავშვი ბაზრის საპირფარეშოში გააჩინა და ცელოფნის პარკში გახვეული დატოვა
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია