ხორვატიის მთავრობის სხდომაზე მინისტრები დღეს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მაისურებით მივიდნენ. ფოტოები „ტვიტერზე“ ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი ხორვატიის ნაკრებს ფინალში წარმატებას უსურვებს. მინისტრები დარწმუნებულები არიან, რომ კვირას გამარჯვებას იზეიმებენ.
კვირას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ხორვატია დაუპირისპირდებიან.