"შეურიგდით და აპატიეთ ოჯახის წევრებს და ნათესავებს" - ასტროლოგის რეკომენდაციები 13 ივლისის მზის ნაწილობრივი დაბნელების შესახებ

"შეურიგდით და აპატიეთ ოჯახის წევრებს და ნათესავებს" - ასტროლოგის რეკომენდაციები 13 ივლისის მზის ნაწილობრივი დაბნელების შესახებ

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში 13 ივლისის მზის ნაწილობრივი დაბნელების შესახებ წერს და მოვლენასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გვაძლევს:

"13 ივლისს თბილისის დროით დილის საათებში (იწყება 05:48 წუთზე, პიკი 7:01) იქნება მზის ნაწილობრივი დაბნელება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. ამ მოვლენას დაინახავენ ავსტრალიიდან, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან. მზის პირველი დაბნელება ამ წელს მოხდა 15 თებერვალს, ეს მეორე იქნება, მესამე კი - 11 აგვისტოს გველოდება.

ვინაიდან დაბნელება კირჩხიბის ზონაში ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორები, თვისებები თუ სფეროები, რომლებსაც მართავს კირჩხიბი, ესენია: ოჯახი, გვარი, ფუძე, სამშობლო, დაბადების ადგილი, წამორმავლობა, გვარის ეგრეგორი, წარსული, ემოციები, ქვეცნობიერი სამყარო, წარსული, მეხსიერება, ემოციონალური სხეულის განკურნება.

გავრცელებულია ცრუ და სტერეოტიპული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მზის დაბნელებას აუცილებლად ნეგატიური მოაქვს. სინამდვილეში საქმე უფრო სხვაგვარადაა: მზის დაბნელება აისახება იმ ფორმით, როგორებიც ვართ თავად ჩვენ. თუ ჩვენი გონება, აზრები მოცულია ნეგატიური განწყობებით, მაშინ არ უნდა ველოდოთ, რომ სამყარო კეთილი და გულმოწყალე იქნება ჩვენს მიმართ, თავად ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი და როგორ აისახება ეს მოვლენა, დამოკიდებულია ისევ ჩვენზე.

მზის ნაწილობრივი დაბნელება კარდინალური ნიშნებისთვის დადებითად აისახება. ის განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს კირჩხიბის და თხის რქის ზონაში დაბადბეულ ადამიანებზე, რომლებიც დიაბადნენ 10-დან 16 რიცხვამდე. აგრეთვე, დანარჩენ ორ კარდინალურ ნიშანზე - ვერძსა და სასწორზე, რომლებიც ასევე, 10-დან 16-მდე არიან დაბადებულნი.

ინდივიდუალურად ეს გავლენა აისახება პირადი ჰოროსკოპის მიხედვით, ანუ უნდა ნახოთ თქვენს რუკაზე რომელ სახლში მოხდება ეს დაბნელება და კირჩხიბი რომელ სახლს მართავს - იქ იქნება მოსალოდნელი ცვლილებები.

გლობალურ დონეზე შეიძლება ვიხილოთ ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება მსოფლიო ლიდერებთან, ისინი გახდებიან უფრო აქტიურები და გარკვეული ტიპის საჭირბოროტო საკითხებზე ღიად ისაურბებენ. აგრეთვე, დღის წესრიგში დადგება ემიგრაციის მტკივნეული თემები, განსაკუთრებით ევროპაში. წყანრი ოკეანის მიდამოებში კი გარკვეული სტიქიული მოვლენები შეიძლება ვიხილოთ. ისევ ვიტყვი, ბუნება რეაგირებს ჩვენს ქმედებებზე. სტიქიური მოვლენებიც ჩვენი არასწორი კოლექტიური ქმედებების შედეგია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიზრუნოთ საკუთარი თავის სრულყოფაზე. ვიცვლებით ჩვენ - იცვლება ჩვენი გარემოც.

დაბნელების წინ და შემდეგ მინიმუმ 3 დღე შეეცადეთ არაფერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ აკეთოთ! დაკავდით მიმდინარე საქმეებით

განსაკუთრებულად დაალაგეთ და გაათავისუფლეთ სახლი ძველი, უსარგებლო ნივთებისგან, შეგიძლაით წამოიწყოთ რემონტი, ან ახალი ავეჯი შიეძინოთ. დაასრულეთ ის ურთიერთობები, რომელიც ემოციურად გაზიანებთ დრომოჭმულია.

ეს საუკეთესო დროა მავნე ჩვევების გადასაგდებად, ზედმეტობების მოსაშორებლად - გამოიყენეთ, ბევრად მარტივად გამოგივათ.

ასევე, შხაპის მიღების დროს სთხოვეთ წყალს, რაც ნეგატიური ხდება თქვენს ცხოვრებაში რომ მოგაშოროთ, გაგწმინდოთ, გაგასუფთაოთ.

უშუალოდ დაბნელების წინა დღე შეეცადეთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან სიახლოვეში გაატაროთ.

იყავით გულისხმიერები, მიმტევებლები საკუთარი ოჯახის წევრების, ნათესავების, გვარის წარმომადგენლების, თანამოქალაქეების მიმართ. ვისაც ზოგადად კირჩხიბის თემებში პრობლემები აქვს, დასამუშავებლად - შეიყვარეთ თქვენი სამშობლო, ადგილი, სადაც დაიბადეთ, პატივი ეცით ტრადიციებს, რომლებსაც მოაქვთ პროგრესი და გვეხმარება თვითიდენტიფიცირებაში. ისწავლეთ საქართველოს ისტორია, იყავით პატრიოტები, ასევე, გაარკვიეთ თქვენი წამომავლობა, პატივი ეცით წინაპრებს, გააკეთეთ და შეისწავლეთ საგვარეულო ხე.

დაბნელების დღეებში აუცილებლად მოიგონეთ და პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად სანთელი დაუნთეთ თქვენს წინაპრებს, ილოცეთ მათთვის, თუნდაც სახლში.

შეურიგდით და აპატიეთ ოჯახის წევრებს და ნათესავებს, თუ გაბუტული ან ნაწყენი ხართ რამეზე, თქვენც ითხოვეთ მათგან პატიება, შეგიძლიათ ეს დასაწყისისთვის თქვენთვის, გულში გააკეთოთ.

ეცადეთ ემოციონალურ სიბრტყეზე თავი გაითავისუფლოთ ნეგატიური განწყობებისგან, მიუტევეთ, ნუ დაუტოვებთ გულში ბოღმას, გამოხატეთ სითბო, სიყვარული, განიკურნეთ ბავშვობის ტრავმებისგან, იმუშავეთ საკუთარ ფსიქიკაზე.

სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს, გამოიჩინეთ ყურადღება მთელი ზაფხულის განმავლობაში, (!!) ვინაიდან დაბნელებების დერეფანი გველის წინ, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, მოერიდეთ კონფლიქტებს... აგრესორებს, გარისკვას... ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ!

ასევე, ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მხრივ, მით უფრო ვისაც გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემები აწუხებს

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის!

წარმატებები თქვენ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს