ცხოველთა ფეკალიებით გარემოს დაბინძურებაზე დაწესებული ჯარიმები შესაძლოა, გაიზარდოს

ცხოველთა ფეკალიებით გარემოს დაბინძურებაზე დაწესებული ჯარიმები შესაძლოა, გაიზარდოს

ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დარღვევისთვის, შესაძლოა, ჯარიმები გამკაცრდეს და 200 ლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, არსებული ჯარიმები 8 ლარიდან იწყება, რაც არაადეკვატურია, ამიტომ პირველ ჯერზე ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევა 50 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდება.

"როგორც მოგეხსენებათ, ცხოველთა მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმები 8 ლარიდან იწყებოდა. ეს არ არის ადეკვატური თანხა. ვგეგმავთ ჯარიმის ოდენობის ცვლილებაზე მუშაობას და შეთავაზებას შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოებისთვის. პირველ ჯერზე ჯარიმა 50 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 200 ლარიც შეიძლება იყოს. თუმცა, ჯარიმის ოდენობაზე მნიშვნელოვანი მისი აღსრულებაა. ამ კუთხით მუშაობა აუცილებელია. ცხოველის სიყვარული არ არის მისთვის თავზე ხელის გადასმა და კვება; მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე, სრული ციკლით მოვუაროთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და დავასუფთაოთ მის მიერ დაბინძურებული გარემო. თუკი 90-იან წლებში არასდროს ხდებოდა, რომ ვინმე პარკით მივიდოდა და თავისი ძაღლის ფეკალიას გადააგდებდა, დღეს ეს ყოველდღიურობაა და ამ მხრივ პროგრესი გვაქვს. მაგრამ ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რაც თვითკმაყოფილების საშუალებას მოგვცემს. ცნობიერების ამაღლებაზე და ჯარიმების გაზრდაზე მუშაობა აუცილებელია",- განაცხადა ლომჯარიამ. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ