ავტორი:

რუსეთში ინგლისის გულშემატკივარი გაქრა

რუსეთში ინგლისის გულშემატკივარი გაქრა

რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ბრიტანელი გულშემატკივარი გაქრა. ამის შესახებ ინფორმაციას msk.kp.ru ავრცელებს, რომლის ცნობითაც, დუგლას ბორეტონს ოჯახის წევრებთან კავშირი ბოლოს 6 ივლისს ჰქონდა. ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მისი ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

ბრიტანელი დუგლას ბორეტონის კვალი სამარაში იკარგება, თუმცა შემდეგ მისი პლასტიკური ბარათი მოსკოვში დაფიქსირდა... რუსეთში ის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების სანახავად ჩამოვიდა, აქტიურად გულშემატკივრობდა ინგლისის გუნდს და ასევე ძალიან აქტიურობდა სოციალურ ქსელშიც, თუმცა 6 ივლისის შემდეგ ის არც იქ გამოჩენილა.

დუგლას ბორეტონი რუსეთში, ინგლისისა და პანამის მატჩის შემდეგ, 24 ივნისს ჩავიდა და აღმოაჩინა, რომ მატჩის ბილეთები არ ჰქონდა... ამის შესახებ ITV News–ის ჟურნალისტი დენ ჰაუსი ჰყვება, რომლის თქმითაც, მატჩის დაწყებამდე 40 წუთით ადრე მათ იპოვეს ადამიანები, ვისგანაც "ზედმეტი ბილეთები" შეიძინეს და ბორეტონს იმ სასტუმროში დაუტოვეს, სადაც დაბინავებული იყო, თუმცა ის ფეხბურთზე არ მოსულა.

"ერთი სიტყვით, დუგლასი გაქრა და მასთან დაკავშირება ვეღარ მოვახერხეთ..." – წერენ მისი მეგობრები.

მათივე თქმით, ის 6 ივლისს სამარაში დაფიქსირდა, სადაც მეორე დღეს ინგლისი შვეიცარიას ეთამაშებოდა... "სამარაში, ის სასტუმრო На Сорокина-ში უნახავთ, რომელიც სამარის მეტროსთან ახლოს მდებარეობს და რომელიც უფრო მომცრო ზომის პანსიონია, ვიდრე სასტუმრო... მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მას თან არც ფული ჰქონდა და არც პირადი დოკუმენტები...

ბორეტონის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურეს ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ, თუმცა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკარგული მოქალაქის ბედის გარკვევას მაინც ცდილობენ. მათ დახმარება ერთ-ერთ მსხვილ სპორტულ ტურისტულ ოპერატორსაც სთხოვეს.

"ბორეტონი 50-60 წლამდეა, დაახლოებით 165 სმ, ატარებს სათვალეს, რომელსაც თითქმის არასდროს იხსნის...." - ამბობენ დაკარგულის ახლობლები.

მათივე ინფორმაციით, ბორეტონი სამარის შემდეგ მოსკოვში წასვლას მატარებლით გეგმავდა, სადაც ინგლისის და ხორვატიის თამაშს უნდა დასწრებოდა... სწორედ იქ დაფიქსირდა მისი პლასტიკური ბარათიც, თუმცა ამ ინფორმაციას არა სამართალდამცველები, არამედ ტურისტული კომპანია Sport Options-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ბრიტანელი გულშემატკივარი ნახევარფინალს არ დასწრებია, რადგან სტადიონზე ყოფნის შემთხვევაში მას FAN ID–ი დააფიქსირებდა...

საქმე ის არის, რომ რუსეთის შს სამინისტროს არც სამარის და არც მოსკოვის განყოფილებებს უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკარგვაზე საქმე არ აღუძრავთ, რადგან "შესაბამისი განაცხადი" არ შესულა.

დუგლასის მეგობრების თქმით, ის ინგლისის ძალიან აქტიური გულშემატკივარი იყო, ამას ზოგჯერ აგრესიულადაც გამოხატავდა და შესაძლოა, მისი გაუჩინარება ამას უკავშირდებოდეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე