ჩხუბი ვაკის პარკში - ერთმანეთს ფეხბურთის გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ

ჩხუბი ვაკის პარკში - ერთმანეთს ფეხბურთის გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ

ვაკის პარკში პოლიციამ სამი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციული წესით სამი ადამიანია დაკავებული, რომლებიც ფეხბურთის ქომაგები არიან. უწყების განმარტებით, დაპირისპირება სწორედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მოხდა.

"დაკავებულია სამი მოქალაქე ადმინისტრაციული წესით, 166- და 173- მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს",- განაცხადეს შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს ფეხბურთის ქომაგები ვაკის პარკში ხმაურობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტში დაახლოებით 50 ადამიანი იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურს ინცინდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაკის პარკში მყოფმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განუცხადეს, ვაკის პარკში დაპირისპირება საერთოდ არ მომხდარა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი