შსს-მ 20 წლის კოკა კობალაძეზე თავდასხმის ფაქტის შესწავლა დაიწყო

შსს-მ 20 წლის კოკა კობალაძეზე თავდასხმის ფაქტის შესწავლა დაიწყო

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტის შესწავლა უწყებამ უკვე დაიწყო, გამოძიებას კი, პროკურატურა დაიწყებს.

არსებული ინფორმაციით, 20 წლის კოკა კობალაძე ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ექიმის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას სახეზე ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და მონიტორინგის მიზნით ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს