„ბიბლუსში“ და www.biblusi.ge–ზე, –50%–მდე საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო

„ბიბლუსში“ და www.biblusi.ge–ზე, –50%–მდე საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ და საქართველოში ნომერ პირველი წიგნის ონლაინმაღაზია www.biblusi.ge, მომხმარებლებს დიდ საზაფხულო ფასდაკლებას სთავაზობს.

შეთავაზება, რომელიც 13 ივლისს დაიწყო, მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს წიგნების ფართო ასორტიმენტი –50%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.

„ბიბლუსის“ დიდი, სეზონური ფასდაკლება სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურაზე, სხვადასხვა გამომცემლობებისა და სერიების წიგნებზე გავრცელდება. წიგნის მოყვარულები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძენენ ისეთ ცნობილ ბესტსელერებს, როგორიცაა ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“, სტივენ კინგის „ნათება“, ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“, რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“, რეინბოუ რაუელის „ელინორი & პარკი“, ზოი საგის „ონლაინ გოგო“ და სხვა.

შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსი“ საქართველოში არსებული უდიდესი წიგნის მაღაზიათა ქსელია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 57 წიგნის მაღაზიას მოიცავს, გალერეებს, წიგნის კაფეებს, ბავშვთა გასართობ ცენტრ „ბიბლუსი ქიდს“ და „არტისა და კრაფტის სახელოსნოს“.

მომხმარებლებს ის ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებებით, რომლის ერთერთი მთავარი მიზანიც საზოგადოებისთვისთვის წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

რაც შეეხება „ბიბლუსის“ ვებგვერდს – www.biblusi.ge –ს, საქართველოში ის ნომერ პირველი წიგნის ონლაინმაღაზიაა, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მომხმარებლებს ის შესაძლებლობას აძლევს, სასურველი წიგნები სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინონ.

აღსანიშნავია, რომ სეზონური ფასდაკლების ფარგლებში, ვებგვერდის მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება: 20 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ უფასო საკურიერო მომსახურებით ისარგებლონ როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ – საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში.

წიგნების სიის სანახავად ეწვიეთ „ბიბლუსის“ ვებგვერდს: https://biblusi.ge/products/section/discounted/?page=7

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს