გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტიდან წასვლის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის ჟურნალისტებმა სვეტიცხოველში, წმინდა მოციქულების ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაზე შენიშნეს.

კვირიკაშვილს ჟურნალისტებმა შეფასება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ ეკონომიკურ გუნდთან დაკავშირებით სთხოვეს, ასევე დაინტერესდნენ, გააგრძელებდა თუ არა მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საჯარო აქტივობას.

„რა პოლიტიკაზეა საუბარი, დღესასწაულზე ვარ მოსული. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. საჯარო აქტივობა დავასრულე, არაერთხელ ვთქვი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "საჯარო აქტივობა დავასრულე" - გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ პირველად გამოჩნდა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები