დონალდ ტრამპი ლონდონში გაშვებულ ბუშტზე - შეიძლება, არ გიყვარდეთ, მაგრამ ახლა აშშ-ს პრეზიდენტი ვარ

დონალდ ტრამპი ლონდონში გაშვებულ ბუშტზე - შეიძლება, არ გიყვარდეთ, მაგრამ ახლა აშშ-ს პრეზიდენტი ვარ

ლონდონში ბრიტანელმა აქტივისტებმა ჰაერში მცირეწლოვანი ბავშვის 6-მეტრიანი გასაბერი ბუშტი გაუშვეს, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განასახიერებს. აქცია დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლების ფარგლებში მიმდინარეობს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ბუშტს ტრამპის გაბრაზებული გამომეტყველება, მისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობა და კანის ფერი აქვს. ხელში მას სმარტფონი უჭირავს.

ამგვარად აქტივისტებს ტრამპის ფეთქებადი ხასიათისა და სოციალური ქსელების მიმართ ინტერესისთვის ხაზგასმა სურდათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა ის ლონდონში თავს არასასურველ სტუმრად გრძნობს, თუმცა ეს ვიზიტის გასაუქმებლად საკმარისი მიზეზი არაა.

„შეიძლება, თქვენ არ გიყვარდეთ, მაგრამ ახლა აშშ-ს პრეზიდენტი ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე