"ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერი" - პრეზიდენტი

"ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერი" - პრეზიდენტი

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი პრემიერის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კითხვები ისმის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ პატარაძის წასვლასთან დაკავშირებით.

„ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, ერთნაირად გამოხატეს აღშფოთებაც და შეშფოთებაც პოლიტიკიდან პრემიერ-მინისტრის და შემდეგ რეგიონის ხელმძღვანელის ასე წასვლის თაობაზე. შინაარსი რაშია? ოპოზიცურ პარტიებს შეიძლება ძალიან არ მოსწონდათ და არ იყვნენ მათი მხარდამჭერები, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთი მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორე მხრივ, არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო.

ასე რომ, ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, დაურეკა თუ არა გიორგი კვირიკაშვილს, მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია პრემიერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზების თაობაზე არა მისი, არამედ საზოგადოების ინფორმირება.

„მე ამას არ განვიხილავ კერძო ჭრილში. ჩემი ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი - ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები