რატომ ვერ ხერხდება სმიტების ოჯახის წევრების დაკრძალვა

რატომ ვერ ხერხდება სმიტების ოჯახის წევრების დაკრძალვა

ხადას ხეობაში სასტიკად მოკლული სმიტების ოჯახის სამი წევრის აშშ-ში გადასვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. რაიან, ლორა და კაილებ სმიტების ცხედრები ამჟამად სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზეა.

როგორც Allnews.ge-ს აშშ-ის საელჩოში ცხედრების გადასვენების საკითხის კომენტირებისას განუცხადეს, გარდაცვლილების აშშ-ში გადასვენების ხარჯების დაფარვა, პროცედურულად საელჩოს მოვალეობა არ არის. საელჩოში განმარტეს, რომ "შეიძლება, ამის გაკეთება დარღვევაც იყოს და ეს არამარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანაში ასეა".

როგორც საელჩოში განმარტავენ, საკონსულო ოჯახს ტექნიკურ დახმარებას უწევს, თუმცა აშშ-ის პოლიტიკის მიხედვით, მათი ცხედრების გადასვენების პროცედურის დაფინანსება არ ხდება.

"ეს პროცედურულად ჩვენი მოვალეობა არ არის და მათი გადასვენების დაფინანსება ამიტომ არ ხდება. არ ვიცი, შეიძლება, ამის გაკეთება დარღვევაც კი იყოს. ეს არის საერთაშორისო პოლიტიკა. საელჩო-საკონსულო ოჯახს დახმარებას უწევს განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ