გამოძიება ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს

გამოძიება ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი განმარტებით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია.

„გამოძიება გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, - აცხადებენ შს სამინისტროში.

6 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ამერიკელი ცოლ-ქმარი რაინ და ლორა სმიტები, ასევე მათი 4 წლის ვაჟი, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. რამდენიმე დღეში კი, მათი ცხედრები იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი კონფლიქტის ნიადაგზე დახოცა. თავად ბრალდებული კი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ სმიტები ორმა უცხო მამაკაცმა მოკლა, რომელიც სიმართლის თქმის შემთხვევაში მასაც აშინებდნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ