82 წლის ასაკში მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

82 წლის ასაკში მსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი სოსო ლაღიძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ მისი ქალიშვილი, პროდიუსერი ანი ლაღიძე წერს: "დაგვტოვა ულამაზესმა, ღირსეულმა, კეთილშობილმა მამამ... რუსთაველის თეატრის სახე - სოსო ლაღიძე".

იოსებ (სოსო) ლაღიძე 1936 წლის 21 იანვარს დაიბადა. ის რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1959 წლიდან.

სოსო ლაღიძის გამორჩეული როლებია: ვეფხია ხალიბაური („ამბავი სიყვარულისა“), უფლისწული („სიბრძნე სიცრუისა“), ზაზა ნაკაშიძე („საბრალდებო დასკვნა“), გერა („გვადი ბიგვა“), გოგი („კავკასიური ცარცის წრე“), გრეი („რიჩარდ III“), ნიკოლოზ II („კვაჭი კვაჭანტირაძე“), საფრანგეთის მეფე („მეფე ლირი“), როსსი („მაკბეტი“);

სოსო ლაღიძე შვილებთან - ანი და გიორგი ლაღიძეებთან ერთად

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე. მფლობელები: ანასტასია (ტასო) თაქთაქიშვილი; ჯემალ კასრაძე; კახი კავსაძე

გრიპის 216 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - ამირან გამყრელიძე ავადობის უახლესი მაჩვენებლებით

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო  სტანდარტის  შესაბამისი ხარისხის მართვის  სისტემა ინერგება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - სად გათოვდება, სად იწვიმებს და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა