ზღვაზე შტორმს ელოდებიან, ბანაობა აკრძალულია : "ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი"

ზღვაზე შტორმს ელოდებიან, ბანაობა აკრძალულია : "ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი"

შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი შტორმის გამო, ბანაობა აკრძალულია, -აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს.

„დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი