ავარიის დროს გარდაცვლილი ჩვილების დედისა და ბებიის მდგომარეობა სტაბილურია

ავარიის დროს გარდაცვლილი ჩვილების დედისა და ბებიის მდგომარეობა სტაბილურია

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ ავარიის დროს მანქანაში მყოფი ერთი ოჯახის ხუთი წევრი იმყოფებოდა, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი - ორი ბავშვი და მამა გარდაიცვალა, ხოლო ბავშვების დედა და ბებია დაშავდა.ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: როგორია ავარიის დროს გარდაცვლილი ჩვილების დედის მდგომარეობა? - ბათუმის კლინიკის ექიმის კომენტარი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი