საქართველოს პარლამენტმა 101 ხმით მთავრობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 101 ხმით მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა სტრუქტურულად და პერსონალურად განახლებულ მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა.

მთავრობა 101 ხმით დაამტკიცეს. პარლამენტში წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წინააღმდეგ 12-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ახალი სტრუქტურისა და შემადგენლობის მთავრობაში 10 მინისტრი და ერთი - სახელმწიფო მინისტრია. მინისტრთა-კაბინეტი ნდობისთვის პარლამენტს შემდეგი შემადგენლობით წარედგინა: პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 101 ხმით ნდობა გამოუცხადა

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები