"საჭესთან თეონას მამა იჯდა და არა მიმი" - ვინ იყო 24 წლის ბიჭი, ვინც ჩვილ შვილებთან ერთად აჭარაში ავარიას ემსხვერპლა?

"საჭესთან თეონას მამა იჯდა და არა მიმი" - ვინ იყო 24 წლის ბიჭი, ვინც ჩვილ შვილებთან ერთად აჭარაში ავარიას ემსხვერპლა?

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოკატასტროფამ, რა დროსაც მამა და 6 თვის ტყუპი გოგონები დაიღუპნენ, მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო. უკიდირესად სავალალოა ქვეყანაში ავტოკატასტროფების სტატისტიკა, ასევე ავარიების შედაგად გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი. ტრაგედია ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ავტოკატასტროფის შესახებ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი გვესაუბრება:

- უდიდესი უბედურება დატრიალდა ჩვენ თავს. ვისაც ეს ოჯახი არ უნახავს, ვერ წარმოიდგენს, როგორ უყვარდათ, როგორ ეფერებდნენ ერთმანეთს, რა სასოებით ელოდნენ ამ ბავშვებს, რა დიდხანს არჩევდნენ მათ სახელებს - სესილისა და ნინის... ახლა კი ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი გაქრა.

იხილეთ ვიდეო: შემზარავი კადრები - ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიაში ერთი ოჯახის ოთხი წევრი დაშავდა და ერთი დაიღუპა

- გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია სატვირთო ტრაილერისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების გამო დატრიალდა, რომელითაც ხუთი ადამიანი მგზგავრობდა. ავტოკატასტროფისას კი საჭესთან გარდაცვლილი ჩვილების მამა იჯდა.

- მსუბუქ ავტომანქანში ნამდვილად ხუთი ადამიანი იყო: 25 წლის თეონა იაკობაძე და ამავე ასაკის მისი მეუღლე, მიმო ივანიაძე და მათი ტყუპი გოგონები - ორივე ცალ-ცალკე ეტლით. მანქანაში ასევე იყო, თეონას მამა მერაბ იაკობაძე. სწორედ ის იჯდა საჭესთან და არა მიმი. განაგრძეთ კითხვა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო