ტრამპი - როგორც ჩანს, ყველას სურს, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა წამოვაყენო

ტრამპი - როგორც ჩანს, ყველას სურს, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა წამოვაყენო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მტკიცედ არის განწყობილი 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ბრიტანული გამოცემა Daily Mail-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, მტკიცედ ვარ განწყობილი. როგორც ჩანს, ყველას სურს, რომ კანდიდატურა წამოვაყენო“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

კითხვას, ხედავს თუ არა ის „დემოკრატებს“ შორის ვინმეს, ვინც მას კონკურენციას გაუწევდა, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, „დემოკრატებს“ შორის არავის ვხედავ, ვინც მე კონკურენციას გამიწევდა. მათ არ ჰყავთ სწორი კანდიდატი“.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე