სოფელ ომალოსთან ავტომობილი ხევში გადავარდა

სოფელ ომალოსთან ავტომობილი ხევში გადავარდა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ომალოსთან „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტომობილის მძღოლი გადაადგილებას შემოვლითი გზით ცდილობდა. ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც ამ წუთებში თუშეთიდან თელავში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია