ავტორი:

"აეროპორტში გახდა ცუდად, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები" - რამ იმსხვერპლა ქართველი გოგონა

"აეროპორტში გახდა ცუდად, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები" - რამ იმსხვერპლა ქართველი გოგონა

ზაფხულის ცხელ დღეებს ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ქართველი ატარებს თურქეთის სანაპიროზე. თურქეთში დასვენება აირჩიეს თბილისელმა დებმა - თეა და ნინა ქურციკიძეებმაც, თუმცა, ეს დასვენება მათთვის ტრაგიკულად დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დას, თეას მწერმა უკბინა, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა. დეტალების გასარკვევად, AMBEBI.GE მომღერალ თამთა ჭელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თამთა ჭელიძე:

- თეა და ნინა დედაჩემის მეგობრის შვილები არიან. არაჩვეულებრივი გოგონები არიან. დასასვენებლად იყვნენ თურქეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში, სადაც თეას სავარაუდოდ მწერმა უკბინა.

საქართველოში როცა ბრუნდებოდნენ, აეროპორტში გახდა ცუდად. აქ როცა ჩამოვიდნენ, კლინიკაში გადაიყვანეს, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები. ოჯახი საზღვარგარეთ გადაფრენას აპირებდა, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, ფრენას ვერ შეძლებსო, ინფექციონისტის ჩამოყვანასაც აპირებდნენ, მაგრამ დაგვიანებული იყო უკვე ყველაფერი და ტრაგედია დატრიალდა.

თუმცა, ინფორმაციას, რომ გოგონა მწერის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა, მისი ახლობლები უარყოფენ. Ambebi.ge-სთან საუბარში გარდაცვლილის და ნინი ქურციკიძე ამბობს, რომ მის დას სეფსისი განუვითარდა, თუმცა გამომწვევი მიზეზი მათთვის უცნობია.

- რამ გამოიწვია ჩემი დის გარდაცვალება დამტკიცებული არ არის. სეფსისი განუვითარდა ორგანიზმში, მაგრამ სეფსისის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

- თურქეთში გახდა ცუდად?

- სანამ გამოვფრინდებოდით ღამით ტემპერატურა აეწია, როცა თბილისში დავბრუნდით უკვე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, დაეწყო კიდურების ტკივილი, საავადმყოფოში მოვათავსეთ და უკვე სრულიად დავირუსებული ჰქონდა ორგანიზმი. ექიმი სტამბოლიდან 15-ში გამთენიისას ჩამოფრინდა, გასინჯა და განახლებული ანალიზებისა და კონსილიუმის დრო შუადღეს ორ საათზე ჩანიშნა. თუმცა, თეა შუადღემდე გარდაიცვალა..

ლიმბახის კლინიკაში ჩავაბარეთ ყველანაირი ანალიზები, მაგრამ გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ინფიცირება ფილტვებზე, ღვიძლზე და თირკმელზე იყო მოდებული. ოთხი დღე აპარატზე იყო შეერთებული...

ბათუმში ზღვამ 25 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სადისტრიბუციო მიკროავტობუსი დაიწვა

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს