არის თუ არა ქალი საცურაო კოსტიუმით ხორვატიის პრეზიდენტი - კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

არის თუ არა ქალი საცურაო კოსტიუმით ხორვატიის პრეზიდენტი - კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების პარალელურად სულ უფრო გაიზარდა ინტერესი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ. კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ეროვნული ნაკრების ძალიან დიდი გულშემატკივარია, არაერთ მატჩს ის პირადად დაესწრო და ფეხბურთელები გაამხნევა. გრაბარ-კიტაროვიჩი 1968 წლის 29 აპრილს დაიბადა. ის, უმეტესად, მშობლების სოფელში იზრდებოდა, ოჯახს ხორცის მაღაზია და ფერმა ჰქონდა. სტუდენტობის დროს გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და ნიუ-მექსიკოში გაემგზავრა.

იუგოსლავიაში დაბრუნების შემდეგ სწავლა ზაგრების უნივერსიტეტში განაგრძო, ის ინგლისური და ესპანური ენებისა და ლიტერატურის სპეციალისტია. 1995-1996 წლებში ვენის დიპლომატიურ აკადემიაში ისწავლა, 2000 წელს კი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხი დაიცვა.

მოგვიანებით, სწავლა განაგრძო აშშ-ში.

კოლინდა, ხორვატიულთან ერთად, თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე, ასევე - აქვს გერმანულის, ფრანგულისა და იტალიურის საბაზისო ცოდნა. ხორვატიის ნაკრების ფინალში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში გრაბარ-კიტაროვიჩი ძალიან პოპულარული გახდა. „ტვიტერზე“, „ინსტაგრამსა“ და „ფეისბუქზე“ აზიარებენ ქერა ქალების ფოტოებს საცურაო კოსტიუმებში და ამტკიცებენ, რომ ეს ხორვატიის პრეზიდენტია.

როგორც factcheck.afp.com წერს, ფოტოებზე გრაბარ-კიტაროვიჩი არ არის.

ქალი ჭრელი საცურაო კოსტიუმით ამერიკელი მსახიობი და მოდელი ნიკოლ ნატალი ოსტინია, რომელსაც კოკო ოსტინის სახელით იცნობენ. ფოტოები მაიამიში, 2009 წელს არის გადაღებული.

ნახეთ ვიდეო : ვინ არის ხორვატიის ნაკრების გამორჩეული გულშემატკივარი და მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პრეზიდენტი

კიდევ ერთი ქალი, რომელიც გრაბარ-კიტაროვიჩი ჰგონიათ, ჩეხეთიდან არის. 2008 წელს გადაღებული ფოტო, სადაც ქერა ქალი ლურჯი საცურაო კოსტიუმით პოზირებს, მისმა ქმარმა „გუგლის“ საკუთარ აგარიშზე ატვირთა. მოგვიანებით სურათი სხვადასხვა საიტზე, მათ შორის - პორნოგვერდებზეც გამოჩნდა. საბოლოოდ კი სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილმა ის გრაბარ-კიტაროვიჩს მიამსგავსა, ცრუ ინფორმაცია არაერთმა პორტალმაც გაავრცელა.

კოლინდა გრაბარი 1996 წელს იაკოვ კიტაროვიჩზე დაქორწინდა, წყვილს ორი შვილი ჰყავს.

უფროსი გოგონა, 17 წლის კატარინა ფიგურისტია. მეორე შვილი, ლუკა 2003 წელს შეეძინათ.

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა