ლიეტუველი ჟურნალისტები მოგზაურებს აჭარაში სტუმრობას ურჩევენ

ლიეტუველი ჟურნალისტები მოგზაურებს აჭარაში სტუმრობას ურჩევენ

აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებენ მოგზაურებს ლიეტუვას რეიტინგული მედიასაშუალებები. “თბილი ზღვა, უნიკალური არქიტექტურა და ისტორიული მონუმენტები, ულამაზესი ბოტანიკური ბაღი და შეუდარებელი აჭარული სამზარეულო“ - ასე იწყებს სტატიას ონლაინ გამოცემა “Alkas.lt”, რომელიც მკითხველს სტატიასთან ერთად აჭარაში მოგზურობისას გადაღებულ სიუჟეტსა და ულამაზეს ფოტოებს უზიარებს.

ონლაინ გამოცემის მსგავსად აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ვრცელ სიუჟეტებს უთმობენ ლიეტუვას რეიტინგული ტელეკომპანიები „Rytas TV” და „LNK TV“. სიუჟეტებში საუბარია აჭარის ზღვისპირა კურორტ ბათუმზე, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელ ტურისტებში თავისი ტურისტული ღირსშესანიშნაოებებით, ბუნებით, სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით.

‘ბათუმი ლიეტუველ ტურისტებს ელოდება“- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კიდევ ერთი ონლაინ გამოცემა „Lietuvos zinios”. „თუ თქვენ ზაფხულში ხეტიალს გადაწყვეტთ არ ინანებთ არჩევანს თუ შეაჩერებთ ბათუმზე - შავი ზღვის მარგალიტზე საქართველოში. ხანში შესულები მას თავიდან აღმოაჩენთ შეცვლილსა და გალამაზებულს, ახალგაზრდებისთვის კი ეს ქალაქი საინტერესო და მრავალფეროვანია“ საუბარია სტატიაში.

ლიეტუველი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ივნისში სტუმრობდნენ. აჭარის შესახებ სიუჟეტებისა და სტატიების გამოქვეყნების გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ლიეტუვაში გარე და ონლაინ რეკლამით, ასევე ლიეტუვას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის წარმოჩენით ხორციელდება.

გამოქვეყნებული მასალები:

Alkas.lt - https://goo.gl/hFzPpk ; Rytas Tv - https://goo.gl/rjrQc2

LNK TV - https://goo.gl/2pzNmr ; Lietuvos zinios - https://goo.gl/EeCG3h

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი