ბესელია ბოკუჩავას - როდესაც შენს ლიდერს, სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა?

ბესელია ბოკუჩავას - როდესაც შენს ლიდერს, სააკაშვილს ჩემი ოჯახის წევრები მძევლად ჰყავდა, შენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ოქროს სამაჯურს რატომ გჩუქნიდა?

ქალბატონო ბოკუჩავა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჩემი ოჯახის წევრებს აპატიმრებდა, კორუფციულ სქემებში მათ შორის თქვენ იყავით გახვეული, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საჩუქრად ოქროს ნივთებს უგზავნიდა - უპასუხეთ საზოგადოებას, როგორ ხდებოდა ეს ამბები, - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს თინა ბოკუჩავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული განცხადება ბესელიამ სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც თინა ბოკუჩავამ პატიმართა შეწყალების საქმეში კოლეგის შესაძლო კორუფციულ ინტერესზე მიუთითა.

“მე თქვენ 2004 წლიდან გებრძოდით, როგორც კი ხელისუფლებაში მოხვედით. 2010 წელი იყო, როდესაც თქვენი პრეზიდენტის ბრძანებით ჩემი სკოლის მოსწავლე 16 წლის შვილი, ჩემს ძმასთან ერთად დააპატიმრეს და ჩემი ოჯახის წევრები მძევლად აიყვანეს. მაშინ როდესაც შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემს ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ჰყავდა, მაინტერესებს შენ, თინა ბოკუჩავას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ოქროს სამაჯურს საჩუქრად რატომ გიგზავნიდა. ეს კონკრეტული ფაქტი არის იმ ბრალდების საქმეში, რომელიც სასამართლოშია გაგზავნილი“, - მიმართა ბოკუჩავას ბესელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ტყუილს ამბობს. ბოკუჩავას განცხადებით, ბესელიას ბრალდება ტყუილია, რადგან 2004 წელს ის სტუდენტი იყო და საერთოდ არ იცნობდა ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

იხილეთ ვიდეო: "შე სამარცხვინო ქალო, შენი შვილივით დანებით კი არ დავრბოდი, ვსწავლობდი" - ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას მწვავე დაპირისპირება

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობებში - კვლავ განაგრძობს ჩვენი ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას" - ირაკლი ღარიბაშვილი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"