"მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება ფინანსური საკითხების გადასაჭრელად" - როგორია კვირის ასტროლოგიური ტენდენციები

"მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება ფინანსური საკითხების გადასაჭრელად" - როგორია კვირის ასტროლოგიური ტენდენციები

ასტროლოგი ხათუნა ნოელი კვირის ასტროლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებით "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მიუხედავად იმისა, რომ დაბნელების დერეფანს გავდივართ, ეს კვირა შედარებით მშვიდია ზოგადი პროგნოზის თვალსაზრისით. ასპექტები უკიდურესად ცოტაა და თან ძირითადში - ჰარმონიული. ვენერასა და სატურნის ტრინი ზეგავლენას 17 ივლისამდე შეინარჩუნებს. მისი წყალობით შესაძლებელი იქნება ფინანსური საკითხების, მათთან დაკავშირებული პრობლემების სწორი შეფასება. რაც თავის მხრივ, საფუძველს ჩაუყრის მომავალ წარმატებებს ჩვენს ბიზნესში და სხვა ფულად საქმიანობებში.

ვენერა ჩვენს ცხოვრებაში სასიყვარულო და მატერიალურ საკითხებს განაგებს, ხოლო სატურნი კი სტაბილიზაციის პლანეტა. ამიტომაც მთელი ეს კვირა, მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. სატურნი ასტროლოგიაში ხანდაზმულ ადამიანებზე მიუთითებს, მასთან ვენერას ჰარმონიული ასპექტის დროს ჩვენზე ასაკით უფროსი ხალხისაგან შესაძლოა ძალიან კარგი, ბრძნული რჩევების მიღება. ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ მათ, შესაძლოა სწორედ ახლა მიიღოთ ისეთი დარიგება, რომელიც ძალზე გამოგადგებათ თქვენი ცხოვრების უკეთ მოწყობაში. ჩათვალეთ, რომ მთელი ეს კვირა ტრადიციების, მორალური კოდქსის დაცვის პერიოდია. ეს კი არამხოლოდ უფროსების პატივისცემას მოითხოვს ჩვენგან, არამედ სხვა ცხოვრებისეულ მხარეებშიც სიდინჯისა და თავშეკავებულობის გამოჩენას. მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებში. დაიცავით და შეასრულეთ ახლობელი ადამიანების წინაშე თქვენი ვალდებულებები. ასეთი საქციელი უსათუოდ დაგიფასდებათ, როგორც პარტნიორების, ასევე კოსმოსის მხრიდანაც.

კიდევ ერთი ჰარმონიული კონფიგურაცია - ვენერას ბისექსტილი, იუპიტერთან და პლუტონთან, სამშაბათიდან იკვრება და 26 რიცხვის ჩათვლით იმუშავებს. ამ საინტერესო ფიგურის გავლენით ინიციატივა და ოპტიმიზმი მოიმატებს, წარმატებები გელით უფროსობასთან, სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტებში. განსაკუთრებით კი მათ ვისაც ვენერა ქალწულის ნიშანში გყავთ. მშვენიერი დროა უცხოელ პარტნიორებთან ბიზნეს-საკითხებზე მოსალაპარაკებლად, პროექტების განსახილველად, ასევე საჯარო გამოსვლებისთვის, პრეს- კონფერენციების გასამართავად...

ამ პერიოდში დადებითად შეიძლება გადაწყდეს წიგნის გამოცემის, დისერტაციის დაცვის, გამოცდების ჩაბარების თემები, თუკი ეს საკითხები უკვე იყო აქამდე წამოწყებული.

ძალიან კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად, შესაძლოა ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ნაცნობობა გამოგიჩნდეთ, რომელთანაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება გახდება შესაძლებელი.

ასევე სრულიად არაა გამორიცხული ახალ რომანტიული ურთიერთობასაც ამ პერიოდში ჩაეყაროს საფუძველი. თუმცა მარსის რეტროგრადულობის გამო უფრო ძველი ურთიერთობების აღდგენაა საფიქრებელი.

ერთადერთი დისჰარმონიული ასპექტი ამ კვირაში რეტროგრადული მარსისა და დაღმავალი კარმული კვანძის შეერთება გახლავთ, რომელიც 20 ივლისს გახდება ზუსტი. ამ ასპექტს შეუძლია წარსულში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომების ამოტივტივება, ასევე იმ ადამიანების გამოჩენა, ვისთანაც შესაძლოა უთანხმოება გვქონდა. ეს ერთგვარი კარმული ვალების დაბრუნების პერიოდადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომლის დროსაც მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და გავარკვიოთ, რა გვაქვს დასასრულებელი, რაზე ან ვიზე უნდა ვთქვათ უარი.ამ ასპექტის ზეგავლენა განსაკუთრებით მერწყულებისა და ლომებისთვის იქნება შესამჩნევი, აგრეთვე მათთვის ვისაც მერწყულის, კუროს და მორიელის ნიშნების მე-5 გრადუსის ახლომახლო პირადი პლანეტები ჰყავთ. წარმატებულ კვირას გისურვებთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს