ავტორი:

რა საჩუქარი მიიღო ტრამპმა პუტინისგან - პრეზიდენტების შეხვედრის დეტალები და დასავლელი პოლიტოლოგების მოლოდინები

რა საჩუქარი მიიღო ტრამპმა პუტინისგან - პრეზიდენტების შეხვედრის დეტალები და დასავლელი პოლიტოლოგების მოლოდინები

დღეს, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ჰელსინკისკენ იყო მიმართული, სადაც რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა. მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა მსოფლიოში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

დასავლური მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე დაგვიანებით მივიდა. ფინურმა მხარემ ამაზე წინასწარ განაცხადა და აღნიშნა, რომ "პუტინის თვითმფრინავი მცირე დროით დააგვიანებდა...". ჰელსინკიში ორი ლიდერის პირისპირ საუბარმა თითქმის სამ საათს გასტანა, თუმცა წინასწარი გეგმით საათნახევარს უნდა გაგრძელებულიყო.

"რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან. საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებისკენ მიმართული ნაბიჯების დაგეგმვას. ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა რუსეთის მხრიდან.

"რუსეთის სახელმწიფო არ ჩარეულა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და მზად არის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ჯგუფების ფარგლებში იმუშაოს", - აღნიშნა მან.

როგორც gazeta.ru წერს, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს საჩუქარიც გაუკეთა - ფეხბურთის ბურთი. ამის მიზეზი კი რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს განცხადება გახდა, სადაც მან სირიის საკითხზე საუბრისას თქვა, რომ "ბურთი რუსეთის მხარეს არის ". ტრამპმა აღნიშნა, რომ ბურთს ის თავის შვილს, ბერონს აჩუქებს.

ნახეთ ვიდეო: "ახლა ბურთი მის მხარესაა" - პუტინმა ტრამპს ბურთი აჩუქა, ამერიკის პრეზიდენტმა კი ის ცოლს გადაუგდო

პოლიტოლოგ გიორგი ბოვტის შეფასებით, ეს იყო უფრო კარგი ჟესტი, ვიდრე დაპირებების შესრულებაზე ორიენტირებული შეხვედრა.

"მოსკოვი არასდროს დათანხმდება მინსკის შეთანხმების შესრულებას. თუმცა, ტრამპი უკრაინის საკითხს ძალიან აქტუალურ პრობლემად წარმოაჩენს, ისევე, როგორც ამას ცდილობდა პეტრ პოროშენკო, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს. რაც შეეხება სირიას, ვაშინგტონი დაინტერესებულია იქიდან ირანის ფორმირებები გამოიყვანოს, მოსკოვი კი მათ იქ ყოფნას ირიბად უჭერს მხარს. მით უფრო, რომ თეირანი უკან დახევას არ აპირებს... ასე რომ, არც ამ საკითხს უჩანს უახლოეს პერიოდში მოგვარების პირი,"- წერს ის და დასძენს, რომ მთლიანობაში რუსეთსა და ამერიკას შორის დაგროვილი საკითხები ხანგრძლივ სამუშაოს მოითხოვს.

"შეხვედრა, დიდი იმედების გარეშე," - ასე აფასებენ ამერიკელი ანალიტიკოსები ტრამპი-პუტინის შეხვედრას.

"ტრამპი პუტინისგან გმირს ქმნის," – აცხადებს პუბლიცისტი და New Yorker–ის მთავარი რედაქტორი დევიდ რემნიკი, რომლის თქმითაც, მსოფლიო საზოგადოებას ამ შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.

პოლიტოლოგ ალექსანდრ ასაფოვის ცნობით, პუტინს სჭირდებოდა, რომ ეს შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულებულიყო, რადგან ის არ აპირებს უკან დაიხიოს დასავლური ძალისხმევის წინაშე, რომელიც განაგრძობს რუსეთის იზოლაციას უკრაინაში, 2014 წლიდან ჩადენილი ქმედებების გამო. ასაფოვის თქმით, შეხვედრა დიდი გარღვევის საფუძველი ვერ გახდება, "რაც ტრამპის ექსცენტრიული ხასიათითაც არის განპირობებული".

გერმანელი ანალიტიკოსი ანდრეას უმლანდი აცხადებს, რომ რუსეთში არსებული ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, შესაძლოა პუტინი დონბასთან დაკავშირებით მცირედ დათმობაზე მაინც წავიდეს.

"შესაძლოა, რომ ამას მოჰყვეს მოსკოვში დაკავებული უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლება... ამის შესახებ უკვე გაჟონა ინფორმაციამ და შესაბამისი მესიჯებიც წამოვიდა, საუბარია ოლეგ სენცოვზე, თუმცა როგორც გაირკვა მთავარი საკითხი მაინც სირია და ზოგადად ახლო აღმოსავლეთი იყო, სადაც ტრამპს ალბათ ლავირება მოუწევდა, რადგან იქ რუსეთს საკმაოდ კარგად აქვს გავლენები გამყარებული და შესაბამისად, პუტინისგან დადებითი გზავნილი არ წამოვიდოდა," – აცხადებს გერმანელი პოლიტოლოგი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე